ფეხბურთი

13:20 | 1.05.2014 | ნანახია 1497 - ჯერ

“ვიტესი” ახალგაზრდებში ზონის ჩემპიონი გახდა, ყაზაიშვილმაც ითამაშა

არნემის ”ვიტესის” ახალგაზრდულმა გუნდმა ჰოლანდიის ახალგაზრდების ჩემპიონატში გასვლაზე 1:0 სძლია “დორდრეხტს” და ზონის ჩემპიონობაც მოიპოვა. მეორე ზონაში ჩემპიონი როტერდამის “ფეიენოორდი” გახდა და წინ ფინალია: “ვიტესი”-“ფეიენოორდი”.  “დოდრეხტთან” ვაკო ყაზაიშვილმაც ითამაშა, რომელმაც პირველი ტაიმი გაატარა მინდორზე. როგორც წესი, ახალგაზრდულ გუნდში მათ უწევთ თამაში, რომლებსაც ძირითად გუნდში პრაქტიკა აკლიათ.

ყაზაიშვილს ხშირად უწევდა ახალგაზრდებში თამაში, ისევე როგორც აწ უკვე “კლუჟის” ფეხბურთელ გიორგი ჭანტურიას.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:17 | 01.05.2014
giorealist (2121)

ზონაში თამაშობს ვაკო?

0.119951
720