ცნობილი უკრაინელი მოკრივე და ადგილობრივი პარტია “უდარის” ლიდერი, 40 წლის ვიტალი კლიჩკო კიევში უკრაინული ენის დასაცავად გამართულ აქციაზე დაშავდა. ვიტალი ცრემლსადენი გაზის ზემოქმედების ქვეშ მოექცა და შუშის ნამსხვრევებით ხელი დაიზიანა.
ამჟამად კლიჩკო თავს ნორმალურად გრძნობს. აღსანიშნავია, რომ ცრემლსადენი გაზის გავრცელების შემდეგ, მან თვალები მოიბანა და მომიტინგეების გვერდით კიდევ ორი საათი დაჰყო.
ამასთან, “უკრაინული” სახლის ცენტრალურ შესასვლელთან გატეხილი ფანჯრის ნამსხვრევებზე ხელიც გაიჭრა და ჭრილობაზე ცხვირსახოცი შემოიხვია.







