დევიდ ბექჰემის ცოლი, წარმატებული ბიზნესლედი, სამაგალითო მეუღლე და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოდური ქალბატონი ვიქტორია ბექჰემი, ხშირად არ იძლევა ინტერვიუებს, მაგრამ მომხიბვლელი ვიქტორუია ჟურნალ Allure-ის სტუმარი გახდა და გულახდილადაც ისაუბრა ინტერვიუში:
"მე არასოდეს ვიპარსავ ფეხებს, - ამბობს ვიკი და დასძენს, - ჩემმა დაქალმა, ევა ლონგორიამ ერთხელ მირჩია, ლაზერული ეპილაცია მომესინჯა. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო ბიუთი-რჩევა".
ინტერვიუში ვიქტორია ბექჰემმა ასევე ისაუბრა, როგორ ასწრებს დედობას და საკუთარი თავის მოვლას და რამდენად რეგულარულად არის დაკავებული სპორტით. იმისათვის, რომ ყველაფერი მოასწროს, ვიკი დილის 6 საათზე დგება. ჯანმრთელი ცხოვრების წესი მის გარეგნობაზე აშკარად აისახება. ფაქტია, რომ ვიქტორია მართლაც ბრწყინვალედ გამოიყურება!







