ფეხბურთი

11:24 | 11.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვიდიჩი საავადმყოფოშია

 

ინგლისის პრემიერლიგის განვლილ ტურში ლონდონის “არსენალთან” 1:0 მოგებული შეხვედრის მიწურულს, “მანჩესტერ იუნაიტედის” სერბი მცველი ნემანია ვიდიჩი საკუთარი გუნდის მეკარე დავიდ დე ხეას შეეჯახა და მეორე ტაიმში მოედანზე აღარ გამოსულა.

Sky Sports-თან გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა საკუთარი შეგირდის მდგომარეობაზე ისაუბრა.

“ის სასწრაფოდ გადავიყვანეთ საავადმყოფოში, რადგან თავის ტკივილი აწუხებდა. საშინელი შეჯახება იყო, თუმცა ყველაფერი შემთხვევით მოხდა. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი რიგზე იქნება და სულ მალე სასიამოვნო ინფორმაციას მომაწვდიან” - თქვა მოიესმა.  

0.114869