“მანჩესტერის” მცველმა ნემანია ვიდიჩმა, “სიტისთან” მატჩში დიდი ანგარიშით მარცხის შემდეგ, ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა. სერბი უკანახაზელი მანჩესტერულ დერბიში ასეთი კატასტროფული შედეგით უკმაყოფილოა.
“სიტი” პირველსავე წუთებში აგრესიულად თამაშობდა და ტერიტორიულ უპირატესობასაც მალევე დაეუფლა. ბურთის დაჭერას ვერაფრით ვახერხებდით. ეს მარცხი ჩვენთვის მწარე გაკვეთილად უნდა იქცეს. უკან აღარ უნდა ვიყუროთ, მაგრამ მანჩესტერულ დერბიში ასეთი თამაში საშინელებაა. ამ მატჩში გამარჯვებასთან ახლოსაც კი არ ვყოფილვართ, რაც კიდევ უფრო ცუდია”, - ციტირებს ვიდიჩის სიტყვებს BBC-ი.
შეგახსენებთ, რომ “სიტიმ” თანაქალაქელი “იუნაიტედი” 4:1 დაამარცხა.