ჭადრაკი

0:15 | 9.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანებში ხუთნი დაწინაურდნენ

ევროპის საჭადრაკო ჩემპიონატზე ვეტერანთა შორის, რომელსაც იტალიის ქალაქი კურმაიეური მასპინძლობს, მე-3 ტური მიილია. ნონა გაფრინდვაშვილმა (2362) შავი ფიგურებით მასპინძელი ჯუზეპე ვალენტი (2143) დაამარცხა და 2.5 ქულით მე-15 ადგილზე გადაინაცვლა.
ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ, სლოვაკ იან პლაჩეტკასთან (2355) წააგო თამარ ხმიადაშვილმა (2194), რომელიც 2.0 ქულით მე-19 საფეხურზე აღმოჩნდა.
მე-4 ტურში ქართველები თეთრებით ითამაშებენ. გაფრინდაშვილი სლოვაკი გენადი ტიმოშჩენკოს (2502) გაეჯიბრება, ხმიადაშვილი კი – იტალიელ ფაბრიციო ანტონელის (2100).
სამი ტურის თავზე, უდანაკარგოდ, ტურნირის სათავეში ხუთი მოჭადრაკე იმყოფება: ხსენებული პლაჩეტკა, ფრანგი ოხოტნიკი (2458), ლიტველი ბუტნორიუსი (2388), რუსი ვიკულოვი (2316) და ბელგიელი როოზე (2315).
ევროპირველობა 9 ტურად, შვეიცარიული სისტემით მიმდინარეობს და თოთხმეტ აპრილს დასრულდება, მისი საპრიზო ფონდი კი 10350 ევროა. აქედან, კაცთა შორის საუკეთესო ათასშვიდას ევროს მიიღებს, ხოლო ქალბატონებში გამარჯვებული – შვიდას ევროს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097109