მილანის ”ინტერის” ჰოლანდიელი ნახევარმცველი - ვესლი სნეიდერი ბოლო სამი წელიწადის მანძილზე თავის თანამემამულე მოდელს – მშვენიერ იოლანდა ვან კასბერგენს ხვდებოდა. თუმცა, სიტყვა “ხვდებოდა“ უფრო ხატოვანი გამოთქმაა, რამეთუ უფრო ხშირად, მილანში ვესლის თავად იოლანდა სტუმრობდა ხოლმე. დღესდღეობით, ისინი უკვე ცოლ-ქმარი არიან და ჰოლანდიაში ეს წყვილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია.
ვესლის საფეხბურთო წარმატებები ყველამ კარგად ვიცით, თუმცა არც იოლანდა ყოფილა ჯაბანი თავის სფეროში. იოლანდა ვან კესბერგენი რამდენიმე პოპულარული სამოდელო სააგენტოსა და ჟურნალის სახეა. ამას გარდა, იგი ნიდერლანდებში 2010 წლის ყველაზე სასურველ ქალად დასახელდა. იოლანდას ასევე მიჰყავს პოპულარული გადაცემა ჰოლანდიურ ენაზე და ფლობს სატრენაჟორო ცენტრებს.
თავიდან წყვილი დაქორწინებაზე არაფერს ამბობდა, თუმცა მათ სამშობლოში დიდი იმედი ჰქონდათ, რომ ეს ქორწინება აუცილებლად შედგებოდა. სწორედ ამიტომ, როგორც ჩანს, ჰოლანდიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილის დაქორწინებით ბევრი ნიდერლანდელი დარჩებოდა გახარებული.







