ფეხბურთი

15:44 | 9.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

უელბეკი: "პირველი გოლის შემდეგ მატჩზე კონტროლი დავაწესეთ"

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის "არსენალის" ახალწვეულმა დანი უელბეკმა გუშინ ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე, შვეიცარიის სტუმრად დამარცხების (2:0) შემდეგ, განაცხადა, რომ აღნიშნულ მატჩში ყველაფერი ინგლისელთა სასიკეთოდ წარიმართა.

"ვფიქრობ, ბევრ მომენტს ვქმნიდით, თუმცა ზოგჯერ, გადამწყვეტ მომენტში სიმძაფრე გვაკლდა. პირველი გოლის გატანის შედეგად მატჩზე კონტროლი დავაწესეთ. მეორე გოლის დროს კონტრშეტევა ძალიან სწრაფად ავაგეთ, ლამბერტმა შესანიშნავი გადაცემა გამიკეთა და გოლის გატანა შევძელი. მუშაობამ შედეგი გამოიღო, ეს გამარჯვება კი ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ" - განაცხადა უელბეკმა.

სწორედ უელბეკის დუბლის წყალობით მოიგო ინგლისმა ევრო-2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი. დიდი ბრიტანელები მომდევნო შეხვედრას შინ, 9 ოქტომბერს, სან მარინოს წინააღმდეგ ჩაატარებენ.

გიორგი ბალახაძე

0.106775