ფეხბურთი

21:34 | 3.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვაწაძის ჰეთ-თრიკი, სხირტლაძის დუბლი

დანიის რანგით მე-2 დივიზიონში (NORDICBET LIGAEN) “ორჰუსმა” სტუმრად “ბრონსჰოი” 5:0 გაანადგურა და ამაში ლომის წვლილი ქართველებმა შეიტანეს. ხუთივე გოლი ჩვენებური ფორვარდების ანგარიშზეა.

ჰეთ-თრიკის შესრულება მოახერხა მათე ვაწაძემ, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, ხოლო დავით სხირტლაძემ მინდორზე 74 წუთი დაჰყო და დუბლი მიითვალა. საინტერესოა, რომ სტუმრები უკვე მე-12 წუთზე 3:0-ს იგებდნენ.

“ორჰუსმა” ორ ტურში 4 ქულა მიითვალა და მხოლოდ დივიზიონის ლიდერ “ლუნგბიუს” ჩამორჩება, რომელსაც ორივე მატჩი მოგებული აქვს.

“ბრონსჰოი” – “ორჰუსი” 0:5 (0:3)

გოლები: ვაწაძე (5, 10, 84), სხირტლაძე (12, 63).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.110594