ფეხბურთი

10:53 | 21.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვაწაძემ დანიის თასზე გაიტანა

 

დანიის თასზე "ორჰუსმა" გასვლაზე 2:0 სძლია "ვიბორგს", ერთი გოლი კი მათე ვაწაძემ გაიტანა. მან მატჩი სრულად ჩაატარა და 77-ე წუთზე ახლო მანძილიდან მიითვალა გოლი. დავით დევდარიანსა და დავით სხირტლაძეს არ უთამაშიათ, რადგან ტრავმები აქვთ.

სამხრეთ აფრიკაში მესამე ტური გაიმართა და გიორგი ნერგაძის "ბიდვესტმა" შინ 1:0 სძლია "მარიცბურგს". ქართველი ნახევარმცველი 79- წუთზე შეიყვანეს  მინდორზე. "ბიდვესტს" 7 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.

"დნიპროში" ჯაბა კანკავა კვლავ უთამაშებელი დარჩა: ქართველი ნახევარმცველი განაცხადშიც არ იყო ევროპის ლიგის პლეი ოფის შეხვედრაში, რომელშიც უკრაინულმა გუნდმა 2:1 სძლია სპლიტის "ჰაიდუკს".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.123792