პორტუგალიაში შეკრებაზე მყოფმა დანიის “ორჰუსმა”, სადაც სამი ქართველი ფეხბურთელი - მათე ვაწაძე, დავით დევდარიანი და დავით სხირტლაძე - თამაშობს, ამხანაგურ მატჩში შვედეთის “ჰელსინგბორგი” 4:1 დაამარცხა.
სამივე ქართველი ლეგიონერი “ორჰუსის” სასტარტო შემადგენლობაში იყო. ვაწაძემ 24-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა – 1:1, ხოლო 77-ეზე შეცვალეს. სხირტლაძემ 56-ე წუთზე თანაგუნდელები ორი ბურთით დააწინაურა – 3:1, მოედნის დატოვება კი, ვაწაძესთან ერთად მოუწია. დევდარიანი 59-ე წუთზე შეცვალეს.
მოსკოვის “სპარტაკმა”, რომელიც სეზონის განახლებისთვის ესპანეთში ემზადება, ქალაქ მარბელიაში ამხანაგურ მატჩში რუმინეთის “ოცელულს” 2:1 მოუგო. ანანიძე მოსკოველთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. მას გოლის გატანის შანსი ჰქონდა, როდესაც თავისივე წამოწყებულ კომბინაციას აგვირგვინებდა, მაგრამ კარი რუმინელთა მეკარემ არ დაანება.
უკრაინის პირველ ლიგაში მოასპარეზე “სევასტოპოლი”, რომელშიც მათე ღვინიანიძე თამაშობს, თურქეთში შეკრებაზე ამხანაგურ მატჩში რუსეთის პირველი დივიზიონის ბელგოროდის “სალიუტს” დაუზავდა – 0:0. ქართველი მცველი მოედანზე 79-ე წუთზე გამოჩნდა.
უნგრულმა “დიორმა” მორიგი საკონტროლო თამაში ბულგარულ “ჩერნო მორესთან” გამართა, რომელიც 2:2 დასრულდა. დიორელთა შორის შეცვლაზე ითამაშა გუნდში სინჯებზე მტოფმა გიორგი ქვილითაიამ, ხოლო რატი ალექსიძე მოედანზე არ გამოჩენილა.
რიგის “სკონტო”, რომლის მთავარი მწვრთნელი თამაზ პერტიაა, სპარინგში “იუვასკიულიასთან” 0:1 დამარცხდა. რიგელთა შემადგენლობაში ლაშა დვალი 84-ე წუთზე გამოჩნდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ძალიან გამიხარდა ვაწაძის და სხირტლაძის გოლი, წარმატებებიიიი
))) თამაშს ვუყურე და კარგ ფორმაში არაიან... განსაკუთრებით სხირტლაძე მომეწონა!
ADMIN mkiTxvelis upativcemuloba ar gekadrebat, dagedot ganmarteba saitis axal dizainze, ikneb xalxis azric gagetvaliscinebinat, vistvis cert?
daabrunet zveli dizaini
stripslashes((strlen('http://vimeo.com/nrgivideo/helsingborgagf')>0?'http://vimeo.com/nrgivideo/helsingborgagf':'http://vimeo.com/nrgivideo/helsingborgagf'))
es golebia visac ainteresebs naxos
midi vawa shen genacvale...orives warmateba mixaria da orives vulocav gols mara vawas warmateba mainc gansakutrebulad maxarebs nakrebidan gamomdinare...nakrebis pirveli forvardi eg unda iyos