ფეხბურთი

21:42 | 19.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვანელებმა დიდი მიზნები დაისახეს

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგის დასავლეთ ზონის გუნდებს შორის I I I  ტურის მატჩები გაიმართა, რომლებიც შემდეგი ანგარიშებით დასრულდა:


1.  „სამეგრელო“ (ჩხოროწყუ) –„კოლხეთი 2“ (ხობი)                          3-1
2.
 მარგვეთი–2006“ (ზესტაფონი) -,,სამგურალი - 2“ (წყალტუბო)     4-3
3.
 ლაზიკა - 2“ (ზუგდიდი) -საპოვნელა–2“ (თერჯოლა)                  1-3
4.
 ,,სულორი“ (ვანი) - მერცხალი–2“ (ოზურგეთი)                              3-0
5.
   „მართვე“ (ქუთაისი) - საირმე“ (ბაღდათი)                                      1-2
6.   ეგრისი“ (სენაკი) – ,,ბახმარო“ (ჩოხატაური)                                   2-1
7
.   ,,იმერეთი“  (ხონი) - რაჭა“ (ამბროლაური)                                     1-0
      ,,სპორტსკოლა“ (ჭიათურა)  -    ისვენებდა 

საინტერესო  შეხვედრა შედგა ვანში, სადაც ადგილობრივმა ,,სულორმა“ ოზურგეთის ,,მერცხალი - 2“-ს უმასპინძლა. ვანელები პირველ ტურში სტუმრად თამაშობდნენ და ზუგდიდის  ,,ლაზიკა - 2“ ანგარიშით  3:0 დაამარცხეს. მეორე ტურში ისვენებდნენ, ამიტომ ამ სეზონში საკუთარ სტადიონზე პირველი მატჩის ჩატარება უწევდათ.

როგორც გაირკვა ვანელებს პირველ ლიგაში გადასვლა განუზრახავთ, ხოლო მომავალში უფრო მაღალი მიზნების განხორციელებასაც აპირებენ. ეს ადგილობრივმა გულშემატკივრებმაც კარგად იციან, ამიტომ საკმაოდ მრავლად მოვიდნენ ისინი საყვარელი გუნდის საქომაგოდ.

სეზონის გახსნის შეხვედრას  წინ საქართველოს ეროვნული დროშის აღმართვა და ჰიმნი უძღოდა. მასპინძლები პირველი ლიგიდან გავარდნის შემდეგ პირველად თამაშობდნენ საკუთარი მაყურებლის წინაშე, ამიტომ თავიდან ღელავდნენ და საკმაო უპირატესობის მიუხედავად პირველ ტაიმში გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

შესვენებაზე ,,სულორის“ დამრიგებელმა შეცვლები განახორციელა, რაც მასპინძელთა გუნდს სასიკეთოდ წაადგა. მეორე ტაიმში ვანელებმა გაცილებით უკეთ ითამაშეს, კაცნაკლულ მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს და შეხვედრა გამარჯვებით დაასრულეს. აღსანიშნავია, რომ ორი გოლი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს, ერთი კი - გამოცდილმა გაგა ჩხეტიანმა.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა“ გამარჯვებული გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:    

გიორგი კუტივაძე (,,სულორი“) - ,,თავიდან ბიჭები ნერვიულობდნენ და ამიტომ თამაში არ გამოსდიოდათ.  შემდეგ დაწყნარდნენ და სასურველ შედეგსაც მივაღწიეთ. ჩვენ ახალი გუნდის შენება დავიწყეთ და წინ დიდი მიზნები დავისახეთ. კლუბის ხელმძღვანელობაც ყოველმხრივ გვერდში გვიდგას. მათგან სრული მხარდაჭერა გვაქვს. ჯერ ზონის ჩემპიონობას და პირველ ლიგაში დაბრუნებას ვაპირებთ, ხოლო მომდევნო სეზონში უმაღლეს ლიგაში გადასვლისთვის ვიბრძოლებთ“.    

,,სულორი“ (ვანი)  -  ,,მერცხალი - 2“ (ოზურგეთი)     3:0 (0:0)

ვანი,,გრიგოლ ნიკოლეიშვილი“. 1200 მაყურებელი.

სულორიხურციძე, როხვაძე, გაბუნია (კ), ბელექანია (სანიკიძე 46), ჯოჯიშვილი (ძაგნიძე 46), ჩაჩიბაია (ბურჯანაძე 46), ბრეგვაძე, მამუდოვი, გ. ჩხეტიანი (გ. ნიკოლეიშვილი 67), გიორგაძე (ივანიაძე 72), გ.მემარნიშვილი.

მწვრთნელი: გიორგი კუტივაძე

მერცხალი - 2ტ. შენგელია, ჩხაიძე, გოგუაძე (კ), ყაჭეიშვილი, ხაჩიძე, ბოლესკო (ბოლქვაძე 46), გ. ხურციძე (გუჯაბიძე 62), ნატარიძე (ქარციძე 56), მალაზონია (ბურჭულაძე 56), დარჩია, ნაჭყებია (კოპლატაძე 46).

მწვრთნელი: მირიან გაგუა

გოლები: 1:0 ძაგნიძე (58), 2:0 გ. ჩხეტიანი (64), 3:0 გ. ნიკოლეიშვილი (72);

გაფრთხილება: ჩხაიძე (8, 36),  მამუდოვი (36),  ქარციძე (80);

გაძევება: ჩხაიძე ( 36);  

არბიტრი: გიორგი დოგრაშვილი 

                               III  ტურის შემდეგ სატურნირო მდგომარეობა ასე გამოიყურება: 

                                                           გათამაშების ცხრილი

1

სამეგრელო

3

3

0

0

11-2

9

2

ეგრისი

3

2

1

0

4-2

7

3

სულორი

2

2

0

0

6-0

6

4

საირმე

2

2

0

0

7-2

6

5

მარგვეთი – 2006

3

2

0

1

8-5

6

6

იმერეთი

3

2

0

1

7-4

6

7

ბახმარო

3

2

0

1

7-4

6

8

საპოვნელა – 2

3

2

0

1

6-5

6

9

კოლხეთი – 2

3

1

1

1

5-6

4

10

მერცხალი – 2

3

1

0

2

2-7

3

11

რაჭა

3

0

1

2

1-3

1

12

მართვე

3

0

1

2

3-6

1

13

სპორტსკოლა

2

0

0

2

2-8

0

14

ლაზიკა - 2

3

0

0

3

2-8

0

15

სამგურალი - 2

3

0

0

3

4-13

0


                                                                     ბომბარდირები:

  1. 1.    ხვიჩა დიდია  ,,სამეგრელო“           -        5
  2. 2.    თორნიკე ფერაძე  ,,საირმე“             -       4
  3. 3.    ვილენ ჭრელაშვილი  ,,იმერეთი“   -       4
  4. 4.    მაბია ბორიგა  ,,ბახმარო“                 -       4

                   მომდევნო ტურის შეხვედრები 23-24 სექტემბერს გაიმართება

 

იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114118