თამაშგარე

11:17 | 7.07.2011 | ნანახია [] - ჯერ

ვან პერსის ოჯახური საგა

ზუსტად არავინ იცის, ერთმანეთს რამდენჯერ დაშორდნენ და კვლავ რამდენჯერ შერიგდნენ ჰოლანდიელი ფეხბურთელი რობინ ვან პერსი და მისი მეუღლე – ბუხრა ელბალი. ამ წყვილის მუდმივი ოჯახური კონფლიქტები ბოლო პერიოდში განსჯის საგნადაა ქცეული. წელიწადი ისე არ გავა, რომ რობინი და ბუხრა ერთმანეთს ერთხელ მაინც არ დაშორდნენ. თუმცა, ცოტა ხანში ისევ რიგდებიან და შემდეგ ყველაფერი თავიდან იწყება.

 
2011 წელი ისე დაიწყო, რომ რობინი და ბუხრა გაყრილები იყვნენ და ჰოლანდიელი ფეხბურთელი ცოლზე იმდენად იყო განაწყენებული, რომ ივნისის თვემდე, დედასთან მცხოვრები თავისი ორი შვილიც კი არ უნახავს. თუმცა, ცოტა ხნის წინ, ვან პერსი ჰოლანდიაში, მშობლიურ სოფელში თავის ცოლთან და შვილებთან ერთად ჩავიდა. ჟურნალისტებს კი განუცხადა, რომ მათი დროებითი დაშორება მორიგი გაუგებრობა იყო და დღეის შემდეგ, ვან პერსები სამუდამო თანაცხოვრებას აპირებენ.
 
ბუხრა ელბალის თქმით, იგი და რობინი ხასიათითა და ბუნებით ერთმანეთს ძალიან გვანან და სწორედ ამის გამო ხდება ხოლმე მათ შორის ხშირი კონფლიქტები. თუმცა, ბუხრა იმასაც ამბობს, რომ დაშორების პირველი დღეებიდანვე ორივე რწმუნდება, რომ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება მაინც ძალიან უჭირთ და ერთმანეთის მსგავსი ხასიათების გამო, არამხოლოდ განიზიდავენ, არამედ კიდეც იზიდავენ ერთმანეთს. როგორც ჩანს, ბუხრა ელბალსა და რობინ ვან პერსის ერთად თანაცხოვრება განგებით აქვთ მისჯილი და ასეთი ტიპის ადამიანები ერთმანეთს ძნელად თუ შეელევიან. 
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.175915