“მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდმა რობინ ვან პერსიმ განაცხადა, რომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. 30 წლის ჰოლანდიელს გადაწყვეტილი აქვს, დიდ ფეხბურთში რაც შეიძლება მეტ ხანს დარჩეს.
“მანჩესტერთან” კონტრაქტი 3 წლით მაკავშირებს, მაგრამ აქ დარჩენა გაცილებით მეტ ხანს მსურს. მინდა, უმაღლეს დონეზე რაც შეიძლება დიდი დრო გავატარო. ფეხბურთში მთავარი ტიტულებია. გასულ სეზონში, მხოლოდ ერთი თასი ავწიეთ. წლეულს, 5 ტიტულის მოგების შანსი გვაქვს და ამათგან 2-3 მაინც უნდა მოვიპოვოთ”, - განუცხადა თავდამსხმელმა Dailystar.co.uk-ს.
შეგახსენებთ, რომ ვან პერსი “მანჩესტერს” 2012 წლის ზაფხულში შეუერთდა.