ფეხბურთი

14:04 | 12.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვან გაალი: "ველბეკი "მანჩესტერის" სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელმა მთავარმ მწვრთნელმა ლუის ვან გალმა, ახსნა თუ რატომ გადაწყვიტა ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელ დანი ველბეკის ლონდონის "არსენალში" გაყიდვა.

"ფალკაოს იჯარამდე, ველბეკს და ერნანდესს ველაპარაკე. ჩიჩარიტო "რეალში" გავუშვით, ხოლო დანი "არსენალში". მოსვლის დღიდან ყველა ფეხბურთელს მივეცი შანსი, რათა საკუთარი სიძლიერე დაემტკიცებინათ. ველბეკი "მანჩესტერში" სამი წლის განმავლობაში თამაშობდა, მაგრამ მისი მიღწევები, რუნისთან და ვან პერსისთან ახლოსაც არაა. ინგლისელი კლუბის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა და ამიტომაც გავუშვით", _ განაცხადა ვან გალმა.

შეგახსენებთ, რომ დანი ველბეკმა ლონდონის "არსენალთან" ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113556