ჰოლანდიელი ფეხბურთელის, რაფაელ ვან დერ ვაარტის მშვენიერი მეუღლე სილვია ფრანჩიზი (ახლა უკვე სილვია ვან დერ ვაარტი) ბოლო პერიოდში თურმე იმდენად გასუქებულა, რომ საზოგადოებაში ასეთი ფორმებით გამოჩენას ერიდება და პაპარაცებისაგან თავის შორს დაჭერას ცდილობს. ყოველ შემთხვევაში, ევროპელი ”ყვითელი” ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ საზოგადოების თვალთახედვიდან სილვიას გაუჩინარების უმთავრესი მიზეზი სწორედ მისი გვარიანი ჩაკურატებაა.
სილვია ვან დერ ვაარტი დღემდე ჩვენს კონტინენტზე ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და წარმატებულ მოდელად ითვლებოდა. როდესაც ეს ქალბატონი ჰოლანდიელი ფეხბურთელის ცოლი გახდა, იგი უკვე ფრიად აღიარებული ქალი იყო და რამდენიმე ცნობილ სამოდელი სახლთანაც მეგავარსკვლავის რანგში თანამშრომლობდა. სილვიას ტანის მშვენიერმა ფორმებმა შეცვლა კი, რაფაელ ვან დერ ვაარტისაგან პირველი შვილის გაჩენის შემდეგ დაიწყო.
არაერთ ცნობილ სამოდელი სახლს მოდელებთან დადებულ კონტრაქტში ერთ-ერთ მთავარ პუნქტად ის მოთხოვნა უდევს, რომ კონტრაქტის დამთავრებამდე ლამაზმანს ბავშვის გაჩენის უფლება არ აქვს. ასეთი კონტრაქტები ევროპაში კარგა ხანია, რაც ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად ფასდება, მაგრამ სამოდელო სახლები ამ მოთხოვნას მაინც ჯიუტად აყენებენ. რაკი ჰოლანდიელ ფეხბურთელს შვილის ყოლა ძალიან სურდა, სილვია ფრანჩიზიმ სამოდელო სახლებთან თავისი კონტრაქტი დროებით გააუქმა. გააუქმა და...







