ჭადრაკი

23:28 | 15.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

ვაჟთა პირველობას ტრიო ლიდერობს

ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ვაჟთა 69-ე ეროვნულ ჩემპიონატზე მეხუთე ტურის პარტიები გათამაშდა. შეჯიბრების ყველაზე ახალგაზრდა მონაწილემ ლუკა პაიჭაძემ მორიგ წარმატებას მიაღწია. ამჯერად მან ბეგლარ ჯობავა დაამარცხა და მერაბ გაგუნაშვილსა და კონსტანტინე შანავასთან ერთად სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება. ლიდერებმა 3,5-3,5 ქულა დააგროვეს. მოწინავეთა შორის მყოფ მოჭადრაკეთაგან ყოფილი ერთპიროვნული ლიდერი გაგუნაშვილი გიორგი მარგველაშვილს დაუზავდა, ხოლო შანავამ კი ზურაბ ჯავახაძეს მოუგო.
სუსტად თამაშობს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, ტურნირში მოასპარეზეთაგან ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე, ეროვნული ნაკრების წევრი თორნიკე სანიკიძე. ამჯერად იგი დავით ჯოჯუასთან დამარცხდა, ქულანახევარი აქვს და აუტსაიდერთა შორის იმყოფება.
მეხუთე ტურის ტექნიკური შედეგები: ჯოჯუა-სანიკიძე 1:0, ბეგლარ ჯობავა-პაიჭაძე 0:1, სულაშვილი-ბენიძე 0,5:0,5, გელაშვილი-არუთინიანი 1:0, ჯავახაძე-შანავა 0:1, ფანცულაია-ნიგალიძე 0,5:0,5, მარგველაშვილი-გაგუნაშვილი 0,5:0,5.
სატურნირო მდგომარეობა: 1-3 –გაგუნაშვილი, პაიჭაძე, შანავა (3,5-3,5 ქულა), 4-5 – გელაშვილი, ჯოჯუა (3), 6-10 – არუთინიანი, ბენიძე, მარგველაშვილი, ნიგალიძე, ბეგლარ ჯობავა (2,5), 11 – ფანცულაია (2), 12-13 – სანიკიძე, სულაშვილი (1,5), 14 – ჯავახაძე (1).
მეექვსე ტურის შეხვედრათა განრიგი: პაიჭაძე-გაგუნაშვილი, ნიგალიძე-მარგველაშვილი, შანავა-ფანცულაია, არუთინიანი-ჯავახაძე, სანიკიძე-გელაშვილი, ბენიძე-ჯოჯუა, ჯობავა-სულაშვილი.
რაც შეეხება ქუთაისში მიმდინარე ქალთა 67-ე ეროვნულ ჩემპიონატს, მანდილოსნები პარასკევს ისვენებდნენ. მორიგი ტურის შეხვედრები შაბათს ჩატარდება.

როლანდ ლაბუჩიძე


 




           





 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.17257