“დორტმუნდის” კარის დარაჯი რომან ვაიდენფელერი აღიარებს, რომ ბუნდესლიგის მე-15 ტურში, მისი გუნდი “ლევერკუზენთან” წაგებას იმსახურებდა.
“თამაში ჩვენთვის სასურველი სცენარით არ წარიმართა და ამიტომ, ვაღიარებ, რომ წაგება დავიმსახურეთ.
შეხვედრის დასაწყისში არა გვიშავდა, მაგრამ შემდეგ საერთოდ არაფერი გამოგვდიოდა. სწრაფად ვერ ვმოქმედებდით. გარდა ამისა, ყველა ორთაბრძოლა წავაგეთ. ამის გათვალისწინებით, როგორ უნდა აგვეღო ქულა.” – ციტირებს ვაიდენფელერის სიტყვებს “დორტმუნდის” ოფიციალური ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ შაბათს, “დორტმუნდი” “ლევერკუზენთან” შინ ანგარიშით 0:1 დამარცხდა. 15 ტურის შემდეგ, კლოპის შეგირდები “ლევერკუზენს” 6, ხოლო “ბაიერნს” 10 ქულით ჩამორჩებიან.