მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო სპორტსმენად აღიარებული იამაიკელი მორბენალი უსაინ ბოლტი აშკარაა, რომ ქალების ამბავში ვერ დგას სათანადო დონეზე და სუსტი სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობები არცთუ კარგად გამოსდის.
ფენომენალურმა სპრინტერმა ამასწინათ შეყვარებული მიატოვა და ბულვარული პრესის ინტერესის ქვეშ ამიტომ მოექცა. ამჯერად კი, დიდი უსაინი თავად აღმოჩნდა მიტოვებული სატრფოს ამპლუაში, რაც მისებრ პოპულარული და ლეგენდარული კაცისათვის ცოტა არ იყოს უცნაური სიტუაციაა.
იამაიკელი მორბენალი თავისმა სატრფომ, 22 წლის ლონდონელმა, ხელობით ბუღალტერმა გოგონამ, მეგან ედვარდსმა მხოლოდ იმიტომ მიატოვა, რომ მიხვდა, უსაინთან დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრება ძალიან გაუჭირდებოდა. როგორც მეგანი ამბობს, ამ გადაწყვეტილებას არ ნანობს და ბოლტზე ნაწყენი სულაც არ არის. უბრალოდ, მან იცოდა, რომ ბოლტი სულ სხვა ყაიდის კაცია.







