ფეხბურთი

20:07 | 10.09.2013 | ნანახია 2105 - ჯერ

ურიდიამ რუსეთის პირველ დივიზიონში გაიტანა

რუსეთის პირველი დივიზიონის მე-13 ტურში, ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ”, რომელშიც ორი ქართველი ფეხბურთელი გოგიტა გოგია და გიორგი ნავალოვსკი თამაშობს, სტუმრად “უფასთან” 0:2 დამარცხდა.

ნავალოვსკიმ სრულად ითამაშა და 28-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო გოგუა სტუმართა 18-კაციან განაცხადში არ იყო.

“სკა-ენერგიას” 20 ქულა აქვს და 19-გუნდიან პირველ დივიზიონში მე-4 ადგილზეა.

ნიჟნეკამსკის “ნეფტეხიმიკმა” საკუთარ მოედანზე “სიბირს” 4:0 აჯობა. მერაბ ურიდიამ გამარჯვებულთა შორის მოედანზე 90 წუთი დაჰყო და 50-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა. “ნეფტეხიმიკს” 7 ქულა აქვს და ბოლოსწინაა.

ვლადივოსტოკის “ლუჩ-ენერგიამ” შინ მოსკოვის “ტორპედოს” ვერ მოუგო – 0:0. გურამ თეთრაშვილი ვლადივოსტოკელთა სამატჩო განაცხადში არ იმყოფებოდა. “ლუჩ-ენერგია” 11 ქულით მე-16 პოზიციაზეა.

ორენბურგის “გაზოვიკმა”, რომლის ღირსებასაც ზურაბ არზიანი იცავს, სტუმრად ძერჟინსკის “ხიმკისთან” 0:2 წააგო. ქართველი ნახევარმცველი სასტარტოში არ იყო და თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო. მის გუნდს 20 ქულა დარჩა და მეხუთეა.

ნალჩიკის “სპარტაკი”იაროსლავლში ადგილობრივ “შინიკთან” 1:2 დამარცხდა. დავით სირაძე და გუჯა რუხაია ნალჩიკელთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. პირველმა მათგანმა 66-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 70-ე წუთზე შეცვალეს. სირაძე 90 წუთი გაისარჯა და 74-ე წუთზე თავით ძალიან სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ მეტოქის მეკარემ ბურთი მოიგერია. “სპარტაკს” 12 ქულით მე-17 ადგილი უკავია.



კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:58 | 11.09.2013
dinamo11 (1009)

ლეგიონერები გვყავს ტირილი მოგინდება რა.რუსეთის მე-2 ლიგა უკრაინის მაჩანჩალა გუნდები,აზერბაიჯანის მაჩანჩალები... ეს დონე რაც ეხლა გვაქვს არის აფსოლიტური ფსკერი მეტი ქვევით აღარავინ არ არის.მშველელიც არავინ ჩანს!?

01:40 | 11.09.2013
marcoxxi (50)

ზოგადად ლეგიონერებზე აღარ დაწეროთ, გულს მირევენ უკვე

01:39 | 11.09.2013
marcoxxi (50)

ესეთ ცუდ ფეხბურთელებზე აღარ დაწეროთ, ამათი ნათამაშები ფეხბურთი მო ვ ტ/ყან. ითამაშონ თავისთვის

01:27 | 11.09.2013
skeleton (244)

ალანიაში მარცვალაძემ შეაგდო რატო არდაწერეთ

23:06 | 10.09.2013
gogga78 (901)

ვააააშშშშააააააააა, რაღა გვიჭირს აბა

20:56 | 10.09.2013
მეფეთ-მეფე (383)

"დავით სირაძე და გუჯა რუხაია ნალჩიკელთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. პირველმა მათგანმა 66-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 70-ე წუთზე შეცვალეს. სირაძე 90 წუთი გაისარჯა" ეს იმის ბრალია პირველმა მათგანმა და ასე შემდეგებით რომ ლაპარაკობთ... დაწერეთ გვარები ჩვეულებრივ და ყველა სტატიაში შეცდომა არ გექნებათ...

20:19 | 10.09.2013
მეფეთ-მეფე (383)

სასომხეთის ლინკი მომეცით , მაგრად მევასება მაგათი თამაში...

20:16 | 10.09.2013
giorgi1065 (1085)

dges tu ver moviget karoche dagverxa(((((((((((

20:19 | 10.09.2013
მეფეთ-მეფე (383)

და რომ მოვიგოთ რა ? : დდ 3 ადგილზე გავალთ ... : დდ მაინც კარგია და ნებისმიერი ნორმალური დონის ნაკრებისთვის მაქსიმუმიც კი არის ასეთ ჯგუფში...))))

20:15 | 10.09.2013
giorgi1065 (1085)

gvian ar iwyeba saqartvelo fineti?

20:15 | 10.09.2013
Lucky Luciano (3296)

9ზე

20:13 | 10.09.2013
Lucky Luciano (3296)

გოოოლ 2-0 დამამშვიდეს ტო

20:15 | 10.09.2013
giorgi1065 (1085)

ra goli kaco???

20:15 | 10.09.2013
Lucky Luciano (3296)

რუსეთი

0.065097