ეკატერინბურგის "ურალის" პრეზიდენტმა გრიგორი ივანოვმა განაცხადა, რომ ჯანო ანანიძის იჯარის წესით გადაყვანა სურს და მოლაპარაკებებსაც მართავს. მართალია, "სპარტაკის" მწვრთნელი ვალერი კარპინი ამბობს, ამის შესახებ არაფერი ვიციო, მაგრამ ქართველის "ურალში" გადასვლა რომ რეალურია, ეს ფაქტია.
ამავდროულად, ჯერ არ გამორიცხულა ჯანოს ჰოლანდიური ვარიანტიც - არნემის "ვიტესი". მოკლედ, "სპარტაკთან" მოლაპარაკება ორივე კლუბის მხრიდან მიმდინარეობს.









