საქართველოს 71-ე ვაჟთა ჩემპიონატის პირველი ლიგის გამარჯვებული ზურაბ ჯავახაძე (2395) გახდა, რომელმაც გიგა ყუფარაძის დარად (2448) 9 ტურში 7.0 ქულა მოაგროვა, თუმცა, კონკურენტს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.
ორივე ამ მოჭადრაკემ უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა, ისევე როგორც ხუთეულის სხვა წევრებმა – დავით ლომსაძემ (2340), ირაკლი ბერაძემა (2312) და ივერი ჭიღლაძემ. ამ სამეულმა თავი 6.5 ქულას მოუყარა და მე-6 ადგილზე გასულ ზვიად ფაციას ასევე დამატებითი მაჩვენებლებით გაუსწრო.







