როგორც ვიტყობინებოდით, ქუთაისში სტარტი აიღო ევროპის თასის გათამაშებამ 8, 10 და 12 წლამდე ასაკის გოგონებსა და ბიჭებს შორის. ტურნირი შვეიცარიული სისტემით, შვიდ ტურად იმართება. უკვე ჩატარებულია 4 ტური. ასაკობრივ ჯგუფებში დაწინაურებულები არიან:
U8. ბიჭები: სადიგ გარაევი (აზერბაიჯანი), ნიკოლოზ კაჭარავა (საქართველო) - 4-4 ქულა, ახმად ახმადზადე (აზერბაიჯანი), ნიკოლოზ კევლიშვილი (საქართველო) - 3,5-3,5;
U8. გოგონები: ნია დონღვანი, ლილე გუმბერიძე (ორივე საქართველო) – 4-4, მარიეტა და ნადეჟდა ხაჩატრიანები (ორივე სომხეთი), დიანა ლომაია, ელენე გაბესკირია, თამარ თასოშვილი (სამივე საქართველო) – 3-3;
U10. ბიჭები: აბდულა ქადიმბეილი (აზერბაიჯანი) – 4, გიორგი ელაშვილი (საქართველო), არტიომ ტრუბჩანინოვი (რუსეთი) – 3,5-3,5;
U10. გოგონები: თამარ ესაძე (საქართველო) - 4 ქულა, ზეინაბ ისმაილზადე (აზერბაიჯანი), ანასტასია სიდამონიძე (საქართველო) - 3,5-3,5;
U12. ბიჭები: აშოტ ფარვანიანი (სომხეთი) - 4, გურამ ჭელიძე, გურამ კოკაია (ორივე საქართველო)- 3,5-3,5;
U12. გოგონები: ნინო ჯალაღონია – 3,5, ნატა ჯიბუტი, მარიამ წამალაშვილი (სამივე საქართველო), მარიამ ავეტისიანი, ანი ივანიანი (ორივე სომხეთი) – 3-3.
10 ივლისს მონაწილეები მე-5 ტურის პარტიებს გამართავენ.
იუზა კაციტაძე
ავტორის ფოტოები







