ფეხბურთი

12:34 | 24.06.2013 | ნანახია 1706 - ჯერ

უჰრინმა “შახტარს” პირველად მოუგო

დონეცკის “შახტართან” ამხანაგურ მატჩში გამარჯვების (1:0) შემდეგ, თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა განაცხადა, რომ მისმა შეგირდებმა მეორე ტაიმი უკეთ ჩაატარეს. ამის შესახებ თბილისელთა პრესსამსახური იუწყება.

დუშან უჰრინი: “როგორც მოსალოდნელი იყო, რთული და საინტერესო შეხვედრა გამოდგა. მირჩა ლუჩესკუმ, რომელსაც რუმინეთიდან ვიცნობ, გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით ათამაშა. მატჩის წინ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ “შახტართან” ადრეც მითამაშია ფრედ, მოგებული არ მქონდა. იმ ფეხბურთელებსაც მივეცით თამაშის შესაძლებლობა, ვისაც წინა შეხვედრაში არ უთამაშიათ და მათი გამოსვლით კმაყოფილი ვარ. მეორე ნახევარი უკეთ ჩავატარეთ. ვაგრძელებთ მუშაობას და მზადებას სეზონისთვის”.

განვლილი მატჩის შესახებ კომენტარი ერთადერთი გოლის ავტორმა, ესპანელმა ლეგიონერმა ჩისკომ და მეკარე გიორგი ლორიამაც გააკეთეს.

ჩისკო: “ამხანაგური შეხვედრა იყო, მაგრამ ჩვენთვის მაინც პრინციპული, ვინაიდან “დინამო” დიდი ტრადიციების გუნდია და მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გადის. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს თამაში კარგი იყო კონდიციების ასამაღლებლად. შეკრებაზე ყველაფერი კარგად მიდის და ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩემპიონთა ლიგის მატჩებს მაქსიმალურად მომზადებულნი შევხვდეთ”.

გიორგი ლორია: “სასიამოვნოა “შახტართან” მოგება. რთული თამაში იყო, გვიტევდნენ. კარგია, რომ გატანა შევძელით და არ გავუშვით. ბიჭებმა მონდომებით ითამაშეს”.


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:21 | 24.06.2013
Kala94 (6114)

ძალიან კარგია რომ შახტარს მოვუგეთ თუნდაც ამხანაგურში !

13:35 | 24.06.2013
dinamo78 (543)

მგლები ხართ დუშან ლორი ჩისკოოო

13:30 | 24.06.2013
giorgimumla (24)

კარგია გმერტმა კნას მემგონი დაცვას ჯირდება გადლიერება 3 ეტაბი ცოტა დნელი იკნება მერე უფრო გადნელდება

13:15 | 24.06.2013
jaaaab (70)

გრიგალაშვილი კარგი შენაძენია. აუ როგორ მინდა რო წელს ევროტასებზე ითამაშონ

13:11 | 24.06.2013
chiora18 (1034)

28 ივნის სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ ფედერაციის მორიგი ყრილობა!!! ეხლა ყველა უნდა შევიკრათ ერთ მუშტად ბოლო გამოსავალი ესაა... 11 საათზეა ყრილობა მივიდეთ ჰოლიდენთან და ვანახოთ თუ რა შუძლია ზესტაფონელ ხალხს არავიზე ნაკლები არ ვართ ჩვენ... ზესთაფონიდან ველოდებით მინიმუმ 2 ავტობუს ასევეე თბილისში მყოფებო ზესტაფონლებოო ვინც ნახავთ ამ პოსტს ყველას გააგებიეთ....

12:53 | 24.06.2013
ხარაკირი (7091)

მამას აჯობე ბიჭო მამას ჩვენც გვეშველება და შენც

12:51 | 24.06.2013
chiora18 (1034)

ეგ ერთი და სხვა მრავალი!!!!!!!!!!!111

12:49 | 24.06.2013
dadetor (448)

eg erTi da sxva mravali

12:45 | 24.06.2013
tornike_qochlaa (5528)

გენაცვალე დუშან დაქტიკოსა ხარ

12:44 | 24.06.2013
სავაშა__ (6590)

შე ოხერო სად იყავი აქამდე ?

12:43 | 24.06.2013
M.U2013 (3191)

უნხრინ გენაცვალე

0.066782