ფეხბურთი

16:54 | 18.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

უფროსი ცვეიბა მოსკოვის “დინამოში”, უმცროსი - “უიპეშტში”

თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი ცენტრალური მცველი ახრიკ ცვეიბა მოსკოვის “დინამოს” სასელექციო სამსახურის ხელმძღვანელად მუშაობს. ამის შესახებ “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა სტანისლავ ჩერჩესოვმა “სოვეტსკი სპორტთან” საუბარში განაცხადა.

აქამდე, ცვეიბა რუსეთის მეორე დივიზიონის სანკტ-პეტერბურგის “რუსის” სასელექციო სამსახურს უძღვებოდა. აქვე გეტყვით, რომ მოსკოველთა სპორტული დირექტორი თბილისის “დინამოს” კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი გურამ აჯოევია.

აქვე გეტყვით, რომ მისი ახრიკ ცვეიბას ვაჟი სანდრო უნგრული “უიპეშტის” ღირსებას იცავს, რომელსაც ზაფხულში შეუერთდა. 21 წლის მცველმა უნგრეთის ლიგის თასზე ითამაშა და “ვაშაშთან” მოგებულ (2:1) მატჩში 90-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.

0.116158