თამაშგარე

13:19 | 1.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

უცოლო ენდი მირეის “საცოლე“

შოტლანდიელი ჩოგბურთელი, ენდი მირეი, ქორწინების ხსენებასაც კი ისე გაურბის, აშკარაა, რომ მას ამ საკითხზე საკმაოდ ბევრი უფიქრია და საბოლოოდ არცთუ დადებით დასკვნები გამოუტანია.

 დაახლოებით სამი წელია, ენდი მოდელ კიმ სარსის ხვდება და ეს ქალი ოფიციალურად მის საცოლედაც ითვლება. თუმცა, საცოლედ თავს საკუთრივ კიმ სარსი მიიჩნევს. სქოთ მეჩოგნეს კი ქორწინების გაგონებაც არ უნდა.

 სხვათა შორის, ენდი ხუთი წლის წინაც ასე იყო. მისი ძველი სატრფო, ემილიანა რაიტი გამუდმებით თხოვდა – ცოლად მიმიყვანეო, მაგრამ ჩოგბურთელი მაშინაც შეუვალი იყო ვითარცა ასპიტი და თავისნათქვამა იყო, ვითარცა სპარტელი.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094805