უცნაური ამბავია: საქართველოს ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი მაისამდე მალტის ჩემპიონატში ითამაშებს. ეს თავად ნუკრიმ უთხრა “მსოფლიო სპორტს”, თუმცა კლუბი არ უთქვამს. ეს ხვალ-ზეგ გაირკვევა: რევიშვილი ხვალ უკვე მალტაზე იქნება...
ქართველი ფეხბურთელი მალტაზე: აქამდე მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა, თუმცა რევიშვილი მაისამდე აპირებს იქ დარჩენას და შემდეგ რუსეთში შეეცდება კარიერის გაგრძელებას. შეგახსენებთ, 26 წლის ქართველი მეკარე ბოლოს გორის “დილაში” თამაშობდა.
მალტა სავსეა ლეგიონერებით და განსაკუთრებით, ბრაზილიელები სჭარბობენ.









