ფეხბურთი

17:14 | 22.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტყებუჩავას შეგირდებმა სომხებს სძლიეს

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა (1998 წელს დაბადებულები), რომელსაც გოჩა ტყებუჩავა წვრთნის, მაკედონიაში Development Cup-ის ტურნირი წარმატებით დაიწყო.

სკოპიეში ჩატარებულ პირველ შეხვედრაში ქართველებმა სომეხი თანატოლები 1:0 დაამარცხეს. გამარჯვების გოლი ირაკლი ბუღრიძემ გაიტანა. ტყებუჩავას შეგირდებს ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენეს.

23 აპრილს ქართველი 17-წლამდელები კვიპროსელებს შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092214