ფეხბურთი

21:08 | 14.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

თურქეთში - არველაძემ წააგო, ხიზანიშვილმა იმარჯვა

თურქულ სუპერლიგაში მოულოდნელი საშინაო მარცხი განიცადა შოთა არველაძის გაწვრთნილმა "ქასიმფაშამ", რომელმაც 0:1 წააგო აუტსაიდერთა ზონაში მყოფ "ახისართან". შოთას გუნდი მე-5 ადგილზეა და ერთი საფეხურით ქვემოთაა ზურაბ ხიზანიშვილის "ქაისერისფორი", რომელმაც "გაზიანთეფსფორს" გასვლაზე 1:0 აჯობა.

ხიზანიშვილმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. ჯერჯერობით, უცნობია, სად გაატარებს ზურაბი მომდევნო სეზონს. დიდი შანსია, ეს კლუბი "ტრაბზონსფორი" იყოს - ამ თემაზე "მსოფლიო სპორტს" დაახლოებით ერთი თვის წინ ეწერა. ტრაპიზონელთა მწვრთნელ თოლუნაის ზურაბის გადაყვანა სურს.   

რუსეთში, მოსკოვის "სპარტაკმა" შინ 2:0 აჯობა პერმის "ამკარს", თუმცა ჯანო ანანიძე განაცხადში არ ყოფილა. შეიძლება ითქვას, ანანიძის "სპარტაკიდან" წასვლა გადაწყვეტილი ამბავია. სეზონის დასრულებამდე დიდი დრო აღარც დარჩა. 

"ვოლგამ" შინ 0:3 წააგო'ანჟისთან" და მე-13 (ბოლოდან მე-4) პოზიციაზეა. გია გრიგალავა ჯერ ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა და ბუნებრივია, განაცხადშიც არ იყო.

უნგრეთში ლიდერმა "დიორმა" შინ "ვიდეოტონთან" 1:1 ითამაშა, თუმცა 10-ქულიანი ჰანდიკაპითაა პირველ ადგილზე და ძნელად სავარაუდოა, რომ ჩემპიონობას ვერ ეწიოს. 8 ტური დარჩა. რატი ალექსიძე განაცხადში არ ყოფილა, გიორგი ქვილითაია კი გახლდათ, მაგრამ თამაშში არ ჩართულა. 

 

 

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117634