ინგლისის “მანჩესტერ სიტი” იაია ტურეს ახალ კონტრაქტს არ შესთავაზებს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი იუწყება.
31 წლის კოტდივუარელ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2016 წელს უმთავრდება, მაგრამ, შესაძლოა, მხარეები ერთმანეთს უფრო ადრე დაემშვიდობონ. საქმე ისაა, რომ ბოლო პერიოდში ტურეს “სიტის” ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი ჰქონდა.
განვლილ სეზონში, აფრიკელმა საყრდენმა ნახევარმცველმა ყველა ტურნირში მანჩესტერელთა მაისურით 49 მატჩი ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა, თან 9 საგოლე პასი მიითვალა.






