კალათბურთი

20:51 | 2.09.2013 | ნანახია 4695 - ჯერ

თსუ-ს, სტუ-სა და თსსუ-ს გუნდები მთავრობისგან დაფინანსებას ითხოვენ

სუპერლიგის მონაწილე გუნდები - თსუ, სტუ და თსსუ საქართველოს მთავრობისგან მინიმუმ 200-200 ათასი ლარით დაფინანსებას ითხოვენ, რათა სუპერლიგაში თამაშის უფლება მოიპოვონ.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” სტუ-ს მთავარი მწვრთნელის ზურაბ ტომარაძის თანაშემწემ გია ტეტელაშვილმა განუცხადა.

“საქართველოს განათლების სამინისტრომ თსუ-ს, სტუ-სა და თსსუ-ს საკალათბურთო გუნდებს დაფინანსება შეუწყვიტა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეს გუნდები სუპერლიგაში თამაშს ვეღარ ახერხებენ. ამის გამო უმუშევარი რჩება 50-მდე კალათბურთელი და 9 მწვრთნელი, რომლებსაც ოჯახები ჰყავთ სარჩენი. სამივე გუნდის წარმომადგენლებმა დახმარება ვთხოვეთ საქართველოს კალათბურთის ფედერაციას, რათა მთავრობამ თითოეულ გუნდს სუპერლიგაში მონაწილეობისათვის 200-200 ათასი ლარი გამოგვიყოს. კალათბურთის ფედერაციამ თავის მხრივ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანს მიმართა ჩვენი დახმარებისათვის. ამჟამად ვამზადებთ წერილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილისა და განათლების მინისტრ თამარ სანიკიძის სახელზე, რათა გაგვიწიონ დახმარება ზემოთ ნახსენები თანხით”, - გვითხრა ტეტელაშვილმა.



კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:03 | 03.09.2013
darispani (1002)

sabonis
კი ეგრეა. ამ უქნარა და კორუმპირებული ლიპარტელიანის თამადობით. სახელმწიფოს ჯიბეში იყურება და თავის ბნელ საქმეებში ჩახედვას არავის ანებებს. თუ გაქ ერთი ადგილი მოიზიდე სპონსორები და გახადე ფედერაცია ფინანსურად დამოუკიდებელი და თუ არა მაშინ ნუღარც ახურებ

19:47 | 03.09.2013
sabonis (9584)

ამ ყიფიანს დახმარება რო სჭირდებათ ფედერაციებს კი მიმართავან და მათ საქმეში რომ ერევა არ მოსწონთ.

14:37 | 03.09.2013
darispani (1002)

ალბათ არ დააფინანსებან. სტუდენტურ ლიგას შექმნიან და იქ შეყრიან

21:29 | 02.09.2013
Becks23 (1117)

უნდა დააფინანსონ აუცილებლად

21:17 | 02.09.2013
oposha (58)

არმიას შსს და ოლიმპს თუ აფინანსებენ ამათ რახა დააშავეს? ჯერ რა იყო სუპერლიგა და ეხალა ხო...

20:54 | 02.09.2013
ucha bayerni (68)

კარგიაააააააააა

0.079047