ჩოგბურთი

12:40 | 24.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტროიცკის მწვრთნელი კომპენსაციაზე უარს აცხადებს

დისკვალიფიკაციამისჯილი სერბი ვიქტორ ტროიცკის მწვრთნელმა ჯეკ რიდერმა 100 ათასიანი ევროს კომპენსანციის მიღებაზე უარი განაცხადა. საქმე ისაა, რომ მასსა და ტროიცკის შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მუხლია ჩაწერილი, რომლის მიხედვითაც, თუკი ჩოგბურთელი მხილებულ იქნა დოპინგის გამოყენებასა ან “ჩაწყობილ მატჩებში” მონაწილეობაში, მწვრთნელს ხსენებული კომპენსაცია ერგება.

“ოფიციალურად ვაცხადებ, რომ 100 ათასს არ ავიღებ. მიზეზი მარტივია – ვიქტორი უდანაშაულოა, მას აკრძალულ პრეპარატებთან შეხება არ ჰქონია. ჩემი ჟესტით ტროიცკის გამხნევება მსურს. მოუთმენლად ველი იმ დროს, როდესაც მას კორტზე წარმატებით დაბრუნებაში დავეხმარები”, - რიდერის ეს სიტყვები Tennis World-ს მოჰყავს.

 

0.116115