სერბი ჩოგბურთელი ვიქტორ ტროიცკი ATP-ის რეიტინგში 170-ე პოზიციაზე იმყოფება. სერბმა ჩობურთელმა 2013 წლის ივლისის თვეში უარი განაცხადა დოპინგ-ტესტის ჩაბარებაზე, რის შედეგადაც ბალკანელი ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
ვიქტორი კორტზე 2014 წლის ივლისში დაბრუნდა ბაშტადის ტურნირით, სადაც მეოთხედფინალში გააღწია. 28 წლის სერბმა ჩოგბურთელმა გასულ კვირას მოიგო ჩელენჯერი ტურნირი „ბანია ლუკა“. ტროიცკიმ ასევე თვის დასაწყისში მოიგო „კომოს“ ტურნირი.
კარიერის განმავლობაში სერბის საუკეთესო მაჩვენებელი რეიტინგში მე-12 ადგილი იყო 2011 წლის ივნისის თვეში.
ლაშა ქოიავა