სხვა

19:48 | 19.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტრეტიაკს კარგად ახსოვს ქართველი ჰოკეისტი მეკარე ბახუტაშვილი

ლეგენდარულ ჰოკეისტს, მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერად აღიარებულ ვლადისლავ ტრეტიაკს კარგად ახსოვს ქართველი ჰოკეისტის, მეკარე კოტე ბახუტაშვილის თამაში. ამის შესახებ ტრეტიაკმა ამ სტრიქონების ავტორს განუცხადა პრესკონფერენციაზე სოჭში შაიბებზე ავტოგრაფების დატოვების ცერემონიალის დროს. კითხვაზე: “ბატონო ვლადისლავ, თქვენ გახსოვთ კოტე ბახუტაშვილი?” მან დაუფიქრებლად მიპასუხა: “რა თქმა უნდა მახსოვს, მახსოვს მისი თამაში, მოკითხვა გადაეცით მას”. ტრეტიაკმა ხელი ჩამომართვა და ქართველ სპორტსმენებს წარმატებები უსურვა.

მკითხველებს შევახსენებ, რომ კოტე ბახუტაშვილი 1980-იანი წლების ბოლოს ცსკა-ში თამაშობდა, იყო ცსკა-ს  ჭაბუკთა და ახალგაზრდული გუნდების მეკარე, მერე კი მთავარ შემადგენლობაში გამოდიოდა. კოტე ასევე თამაშობდა სსრკ-ს ჭაბუკთა და ახალგაზრდულ ნაკრებებში, მაგრამ ტრავმის და სხვა  გარემოებების გამო იძულებული იყო დაესრულებინა კარიერა. რამდენიმე წლის წინ  თბილისში ვესაუბრე კოტეს – მაშინ, როდესაც მასალას ვაკეთებდი სხვა ჩვენს თანამემამულეზე – ჰოკეისტ მეკარეზე  გიორგი გელაშვილზე. გიორგის მამა მარნეულიდანაა წარმოშობით, თვითონ გიორგი კი დაიბადა და გაიზარდა ჩელიაბინსკში, ის უკვე რამდენიმე წელია რუსეთის კლუბებში თამაშობს და პერსპექტიულ მეკარედ ითვლება. მაშინ კოტე ბახუტაშვილმა მითხრა: “ღმერთმა ქნას, რომ გიორგი გელაშვილმა მიაღწიოს ჰოკეიში იმას, რისი გაკეთებაც მე ვერ მოვასწარი ტრავმის გამო”.

მას შემდეგ, რაც ვ.ტრეტიაკმა მოკითხვა გადასცა კოტე ბახუტაშვილს, მე კოტეს ოჯახს დავუკავშირდი ტელეფონით თბილისში და ტრეტიაკის ეს სიტყვები გადავეცი. მათ შემატყობინეს, რომ კოტე ამჟამად არ იმყოფება თბილისში – ის  ბაქოში საქართველოს საელჩოში მუშაობს. “ჩვენ აუცილებლად გადავცემთ კოტეს ვლადისლავ ტრეტიაკის ამ სიტყვებს”, - მითხრეს ბახუტაშვილის ოჯახის წევრებმა.

 

თენგიზ პაჭკორია, სოჭი, სპეციალურად www.worldsport.ge-თვის

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.173418