მსოფლიო საჭადრაკო სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარ რუსულ გამოცემა ’64 -საჭადრაკო მიმოხილვა’ ივლისის ნომერში დაიბეჭდა ცნობილი რუსი ჟურნალისტის ევგენი სუროვის სტატია მიძღვნილი თბილისში გამართულ ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატისადმი, რომელიც ჩვენთან მაისის თვეში ჩატარდა.
გთავზობთ ამონარიდებს სტატიიდან რომელიც ქართულ სტუმართმოყვარეობას ეხება...
2001 წლის მაისში საქართველოს დედაქალაქში გაიმართა ევროპული ჭადრაკის ისტორიაში ყველაზე ძლიერი ჩემპიონატი, ყველაზე დიდი საპრიზო ფონდით!
...ევროპის ჩემპიონატს მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ა. კოსტენიუკი დაწყებამდე ორი დღით ადრე ესტუმრა სვეტლანა მატვეევასთან ერთად და აეროპორტში მისი მასპინძელი თავად მსოფლიოს ორგზის ვიცე და მრავალგზის ოლიმპიური ჩემპიონი ნანა ალექსანდრია გახლდათ.
ჩამოსვლისთანავე და თბილისის ულამაზესი ნაწილის ‘ძველი ქალაქის’ გაცნობის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონის ვებ-გვერდზე არ დააყოვნა აღფრთოვანებულმა შეძახილმა ‘აქ შესანიშნავია!’.
ძველ თბილისში გადაღებულ სურათებში კოსტენიუკთან ერთად ჭაღარათმიან, წარმოსადეგ , ენერგიულ მამაკაცსაც შენიშნავთ - ეს მსოფლიო საჭადრაკო კოლორიტი გენა სოსონკოა!
გენა სოსონკო ხშირად იმეორებდა, რომ თბილისს პირველად 52 წლის წინ, შორეულ 1959 წელს ეწვია. თუმცა, მაშინდელი სკოლის მოსწავლე სოსონკო - ახლა ცნობილი დიდოსტატი, ლიტერატორი და ყველა საჭადრაკო ტურნირებზე სასურველი სტუმარია. პირველივე სათამაშო დღიდან დიდოსტატი სასურველი და საპატიო სტუმარი იყო ევროპის ჩემპიონატის პრესცენტრის.
პრესცენტრსს ხშირად სტუმრობდნენ ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკეებიც. მათ, შორის იყო მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძეც. ჩემს არაორდინალურ კითხვაზე ‘ადევნებთ თუ არა თვალს ყაზანში მიმდინარე მოვლენებს’ (ვიგულისხმე რა პრეტედენტთა მატჩები) მაიამ მიკროფონს მიღმა მიპასუხა ‘და რა ხდება იქ?’
ჩემპიონატის შესანიშნავი სლოგანი ‘ევროპის ჩემპიონატი - მსოფლიო ჩემპიონების ქვეყანაში’ თავის ენობრივი სილამაზით და ისტორიული სიმართლით განუმეორებელ ნანა ალექსანდრიას ეკუთვნის. ამის, დასტურია, ლიდერთა დაფები დარბაზში წარწერებით:
ჩიბურდანიძე -იოსელიანი, გაფრინდაშვილი - ჩიბურდანიძე; გაფრინდაშვილი - ალექსანდრია; ჩიბურდანიძე - ახმილოვსკაია; ჩიბურდანიძე - ალექსანდრია.
ხუმრობა არ გეგონოთ ამ მაგიდებზე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისათვის ლეგენდარული ქართველი ქალები იბრძოდნენ. ხოლო, ჩემპიონატის დროს მასზე ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლები პაექრობდნენ.
სამწუხაროდ, ჩემპიონატზე საპრიზო სამეულში ქართველთა წარმოამდგენელი ვერ მოხვდა...თუმცა, ამის დიდი იმედები ჰქონდა საქართველოს ნაკრების უცვლელ კაპიტანს, ოლიმპიურ ჩემპიონ ნინო გურიელს.
ევროპირველობის დახურვის მეორე დღეს მონაწილეთა ნაწილმა დატოვა სტუმართმოყვარე თბილისი, ხოლო ნაწილი ქუთაისში გაეშურა სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად.
პირველივე საღამოს ჩვენ წაგვიყვანეს სათაფლიის გამოქვაბულში ექსკურსიაზე, რომელიც განლაგებულია ულამაზეს ადგილზე მთებში. მასში შენარჩუნებულია დინოზავრების ნაკვალევი, ხოლო ამჟამად, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ატარებს გარკვეულ შეხვდერებს ვიპ-პერსონებთან.
ქალაქში 9 საათზე დავბრუნდით და გასაკვირი არაა რომ ბევრი სავაჭრო წერტილი აღარ მუშაობდა. პატარა, ადგილობრივ მაღაზიაში შესვლისას გამყიდველს ვკითხე სად შეიძლებოდა ხილის ყიდვა, რაზეც პასუხად გვერდზე მჯდომი მამაკაცისგან ეგრევე მივიღე ლუდზე დაპატიჟება და შემოთავაზება რომ ვინაიდან უკეთესია დილით ადრე ხილის ყიდვა, მეორე დღეს უთენია, რვის ნახევარზე თავად შემხვდებოდა და მიმასწავლიდა გზას ბაზრისკენ.
მეორე დღის საღამოს რეპორტაჟის გაგზავნას ვაპირებდი და სასტუმროში ინტერნეტი არ მუშაობდა. გამოვედი ქალაქში უახლოესი ინტერნეტ-კაფეს მოსაძიებლად. აქაც გამომიჩნდა კეთილისმყოფელი რომელმაც საკუთარ სახლში დამპატიჟა ვირტუალურ სივრცეში სამუშაოდ.
სრული სურათისთვის არ შემიძლია არ დავამატო გენა სოსონკოს მონაყოლიც...
გამოვიდა რა თბილისური სასტუმროდან, სცადა ტაქსის გაჩერება, გაუჩერა ადგილობრივმა სამარშუტო ტაქსმა. როდესაც ჩაჯდა, იკითხა როგორ მოხვედრილიყო რუსთაველის პროსპეტზე. გვერდით მჯდომმა დააიმედა რომ ასწავლიდა.ხოლო გაჩერებაზე, დააპირა რა მგზავრობის ღირებულების გადახდა, გვერდზე მსხდომმა არ აცალა ‘როგორ გეკადრებათ, თქვენ ჩვენი სტუმარი ხართ!’
და ეს ფრაზა,ეს შეგრძნება, როგორც სოსონკო აღნიშნავდა ლეიტმოტივად გასდევდა მთელ მის ვიზიტს თბილისში.
დავუბრუნდეთ ქუთაისურ ვოიაჟს ...მისი პროგრამის მთავარი ნაწილი - ლეგენდარული ქუთაისელი მოჭადრაკის მაია ჩიბურდანიძის იუბილე გახლდათ. მაისის შესანიშნავ საღამოს ადგილობრივი ოპერის თეატრი მაყურებლებმა ბოლომდე შეავსეს და უამრავი თბილი, ლამაზი სიტყვა უთხრეს სასიქადულო მოჭადრაკეს. მოქმედება გაგარძელდა კონცერტით და საბოლოო აკორდი - ქართველთათვის ჩვეული დაუვიწყარი ბანკეტი.
www. gcf.org.ge







