ფეხბურთი

0:03 | 30.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემი” რევანშისთვის ემზადება

 

პრემიერლიგის მე-3 ტურში, ტურის ცენტრალური შეხვედრა “უაით ჰართ ლეინზე” შედგება, სადაც “ტოტენჰემი” “ლივერპულს” მიიღებს. გასულ სეზონში, მერსესაიდულმა გრანდმა “ტოტენჰემი” ორჯერ გაანადგურა და ახლა, “დეზები” ყველაფერს გააკეთებენ რევანშის ასაღებად.
ასევე ძალიან საინტერესო იქნება “ევერტონისა” და “ჩელსის” შეხვედრა. დიდი შანსია, რომ “ჩელსის” ყოფილი ფორვარდის სამუელ ეტო’ოს დებიუტი “ევერტონის” რიგებში, სწორედ “არისტოკრატების” წინააღმდეგ შედგეს.

ბარნლი – მანჩესტერი

დრო: 30 აგვისტო, 15:45 წთ.
ჩემპიონატი: პრემიერლიგა, მე-3 ტური
სტადიონი: “ტურფ მური”

ორივე კლუბმა ჩემპიონატი ცუდად დაიწყო. თუ “ბარნლისგან” სასწაულებს არავინ ელის, ბევრს ითხოვენ “მანჩესტერ იუნაიტედისგან”. ორ თამაშში ერთი ქულა ვან გაალის გუნდისთვის დიდი ვერაფერი შედეგია. შუა კვირაში კი, ინგლისის თასზე “წითელმა ეშმაკებმა” დიდი სირცხვილი ჭამეს და ქვედალიგელ “დონსთან” 0:4 განადგურდნენ. იმ შემთხვევაში, თუ “იუნაიტედმა” კიდევ ერთ სუსტ გუნდთან ვერ მოახერხა გამარჯვება, ვან გაალსა და მის შეგირდებს სერიოზული კრიტიკა არ ასცდებათ.
აღსანიშნავია, რომ საწყის ორ ტურში ორივე კლუბმა “სუონსისთან” მოასწრო თამაში და ვერცერთმა მოახერხა ქულის აღება.

დღევანდელ შეხვედრაში, დიდი შანსია, “მანჩესტერის” რიგებში ანხელ დი მარია პირველად ვიხილოთ. მოთამაშე, რომელშიც “იუნაიტედმა” თავის ისტორიაში ყველაზე დიდი თანხა გადაიხადა.
მასპინძლებს ვოკსი დააკლდებათ, ხოლო სტუმრებს ფელაინი, ერერა, ანდერსონი, ლინგარდი, შოუ და კერიკი არ ეყოლებათ.       
Goal.Com-ის სპეციალურ გამოკითხვაში, მომხმარებელთა 80.2% თვლის, რომ ვან გაალი თავის პირველ გამარჯვებას მოიპოვებს პრემიერლიგაში, 16%-ის აზრით “ბარნლი” მოიგებს თავის პირველ თამაშს, ხოლო 3.8% ფრეს ვარაუდობს.

სავარაუდო შემადგენლობები
ბარნლი: ჰიტონი, დაფი, შაკელი, მი, ტრაიპერი, მარნი, ჯონსი, ტეილორი, არფილდი, იუტკიევიჩი, ინგსი.
მწვრთნელი: სეან რიჩი
მანჩესტერი: დე ხეა, ბლეკეტი, ევანსი, კინი, ჯონსი, ფლეტჩერი, იანგი, ვალენსია, მატა, ვან პერსი, რუნი.
მწვრთნელი: ვან გაალი


მანჩესტერ სიტი – სტოკი
დრო: 30 აგვისტო, 18:00 სთ.
ჩემპიონატი: პრემიერლიგა, მე-3 ტური
სტადიონი: “ეტიჰად სთედიუმი”

ჩემპიონმა სეზონი კარგად დაიწყო და ორიდან ორი გამარჯვება მოიპოვა. გასულ ტურში “სიტიმ” “ლივერპული” დამაჯერებლად 3:1 დაამარცხა.
აშკარა პრობლემებია “სტოკის” რიგებში. კლუბმა ჯერ შინ წააგო “ასტონ ვილასთან”, ხოლო “ჰალისთან” ბოლო წუთებზე მოიპოვა ქულა. არადა, “ვეფხვები” თითქმის მთელი მატჩი კაცნაკლული თამაშობდნენ.
“სიტის” დღევანდელ შეხვედრაში ნეგრედო და მანგალა ვერ დაეხმარება,  ხოლო “სტოკი” სტივენ აირლანდს მოისაკლისებს.
Goal.Com-ის სპეციალურ გამოკითხვაში, გამოკითხულთა 90.3% მასპინძელთა გამარჯვებას ფიქრობს, 8.1% სტუმრებს, ხოლო 1.6% ფრეს ჯერდება.

სავარაუდო შემადგენლობები
მანჩესტერ სიტი: ჰარტი, კომპანი, დემიჩელისი, ზაბალეტა, კოლაროვი, ფერნანდო, ტურე, ნასრი, სილვა, იოვეტიჩი, ჯეკო.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
სტოკი: ბეგოვიჩი, უილსონი, შოუკროსი, ბერდსლი, პიტერსი, ნ’ზონზი, ველანი, სიდუელი, ოდემვინგე, არნაუტოვიჩი, დიუფი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი


ნიუკასლი – კრისტალ პალასი
დრო: 30 აგვისტო, 18:00 სთ.
ჩემპიონატი: პრემიერლიგა, მე-3 ტური
სტადიონი: “სენტ ჯეიმს პარკი”

ცუდად დაიწყო სეზონი ორივე ამ კლუბისთვის. “ნიუკასლს” მხოლოდ 1 ქულა აქვს მოპოვებული და ჯერ გოლი არ გაუტანია. სტუმრებს კი, ორ თამაშში 0 ქულა აქვთ. თუმცა, ბოლო დღეებში, “კრისტალ პალასის” რიგებში კარგი ამბებია – “არწივებს” გამოცდილი სპეციალისტი ნილ უორნოკი ჩაუდგა სათავეში და კლუბმა “მანჩესტერიდან” ვილფრიდ ზაჰა დაიმატა.
აუცილებელი გამარჯვება ესაჭიროება ალან პარდიუს, რომელიც ბევრი კრიტიკის მიუხედავად მაინც დარჩა დაკავებულ პოსტზე, მაგრამ თუ ასე განაგრძო “ნიუკასლმა”, პარდიუს ძალიან გაუჭირდება თანამდებობის შენარჩუნება.
დღევანდელ შეხვედრაში “ნიუკასლს” ტრავმის გამო ტეილორი, სანტონი და სისე დააკლდებიან, ხოლო დუმეტს დისკვალიფიკაცია აქვს. ყველა მოთამაშე მწყობრშია “არწივთა” რიგებიდან.  
Goal.Com-ის სპეციალურ გამოკითხვაში, ხმების 56.3% “ნიუკასლს” ერგო, 31.2% მოაგროვა “კრისტალ პალასმა”, ხოლო 12.5%-მა საყაიმო შედეგი დააფიქსირა.

სავარაუდო შემადგენლობები
ნიუკასლი: კრული, ვილიამსონი, კოლოჩინი, ჯანმაატი, ჰაიდარა, სისოკო, კოლბეკი, კაბელია, დე იონგი, გუფრანი, რივიერი.
მწვრთნელი: ალან პარდიუ
კრისტალ პალასი: სპერონი, დანი, ჰანგელანდი, იარდი, კელი, გუედიორა, იედინაკი, ბოლასი, პანჩონი, შამახი, გაილი.
მწვრთნელი: ნილ უორნოკი


ქპრ – სანდერლენდი
დრო: 30 აგვისტო, 18:00 სთ.
ჩემპიონატი: პრემიერლიგა, მე-3 ტური
სტადიონი: “ლუფტუს როად სთედიუმი”

ჯერ არცერთ კლუბს გაუმარჯვია, მაგრამ ქპრ-სგან განსხვავებით, “სანდერლენდს” არც თამაში წაუგია.
ზაფხულში ჰარი რედნაპის გუნდი ძალიან გაძლიერდა და ვალდებულია, უკეთესი შედეგი აჩვენოს. დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლები ყველაფერს გააკეთებენ, სასურველ შედეგს რომ მიაღწიონ.
პირველი გამარჯვების მოპოვება სურს გუსტავო პოიეტსაც, რომლის გუნდმაც წინა ტურში ძალიან კარგად ითამაშა “მანჩესტერის” წინააღმდეგ. “შავი კატების” რიგებში ამ კვირაში არანაირი ცვლილება არ მომხდარა, თუმცა ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მალე შესაძლოა რიკი ალვარესი გაიფორმონ.
რაც შეეხება დანაკლისს, მასპინძლებს ფორლინი დააკლდებათ, ხოლო სტუმრებს ჯაკერინი.
Goal.Com-ის სპეციალურ გამოკითხვაში, 39.7% ფიქრობს, რომ სამი ტურის შემდგომ ქპრ კვლავ უქულოდ იქნება, საპირისპირო აზრზეა 29.3%, ხოლო 31% ფრეს ფიქრობს.

სავარაუდო შემადგენლობები
ქპრ: გრინი, ისლა, კოლკერი, ფერდინანდი, ტრაორე, ფილიპსი, ბარტონი, ფერი, ჰოილეტი, რემი, ვარგასი.
მწვრთნელი: ჰარი რედნაპი
სანდერლენდი: მანონე, ვერჯინი, ბრაუნი, ოში, ვან აანჰოლტი, როდუელი, კატერმოლი, ლარსონი, ბაკლი, ფლეტჩერი, ვიკჰემი.
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი

 
სუონსი – ვესტ ბრომვიჩი
დრო: 30 აგვისტო, 18:00 სთ.
ჩემპიონატი: პრემიერლიგა, მე-3 ტური
სტადიონი: “ლიბერთი სთედიუმი”

“სუონსისთვის” სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და “მანჩესტერთან” გამარჯვების შემდგომ, შინ “ბარნლიც” დაამარცხა.
გარი მონკის გუნდის მიზანია, რომ ხვალინდელი მატჩის შემდეგ კვლავ ქულების მაქსიმუმი ჰქონდეს და ლიდერთა შორის მოექცეს. “სუონსის” რიგებში კარგი ამბავია, სამხრეთკორეელი ლეგიონერი კი, კიდევ ოთხი წელი დარჩება უელსურ კლუბში. გუნდმა შეინარჩუნა ვილფრიდ ბონიც და რაც მთავარია, დაიმატა არგენტინის ნაკრების მცველი ფედერიკო ფერნანდესი, რომელიც ხვალ ძირითადში იქნება.
არ წაუგია “ვესტ ბრომვიჩსაც”. ოღონდ, “გედებისგან” განსხვავებით, ამ კლუბმა ორივე შეხვედრა ფრედ ითამაშა. გასულ რამდენიმე დღეში “ალბიონი” შეტევაში ძალიან გაძლიერდა – დაიმატა რა საბერძნეთისა და პორტუგალიის ნაკრების შემტევები გერგიოს სამარასი და სილვესტრ ვარელა, რომელთაც შესაძლოა ხვალ დებიუტი ჰქონდეთ.
დღეს “გედებს” ბრიტონი, ემნსი, დენელი და ფულტონი დააკლდებიან, ხოლო სტუმრებს ჯოლეონ ლესკოტი ვერ დაეხმარება.
Goal.Com-ის სპეციალურ გამოკითხვაში, “გედების” გამარჯვებას 60.8% ემხრობა, საპირისპირო აზრზეა 25.5%, ხოლო დანარჩენი 13.7% ფრეს ვარაუდობს.

სავარაუდო შემადგენლობები

სუონსი: ფაბიანსკი, უილიამსი, ფერნანდესი, ტეილორი, რანხელი, კი, შელვი, დაიერი, სიგურდსონი, რუტლიჯი, ბონი.
მწვრთნელი: გარი მონკი
ვესტ ბრომვიჩი:
ფოსტერი, ოლსონი, დოუსონი, უისდომი, პოცოგნოლი, მულუმბუ, გარდნერი, ბრანტი, დორანსი, ბერაჰინო, ლდეი.
მწვრთნელი: ალან ირვინი


ვესტ ჰემი – საუთჰემპტონი
დრო: 30 აგვისტო, 18:00 სთ.
ჩემპიონატი: პრემიერლიგა, მე-3 ტური
სტადიონი: “ბოლეინ გრაუნდი”

პირველ ტურში, “ტოტენჰემთან” ბოლო წამებზე წაგებულ მატჩს “ვესტ ჰემმა” დამაჯერებელი გამარჯვება მოაყოლა “კრისტალ პალასთან”. ელერდაისი “ვესტ ჰემში” მეტ ცვლილებას აღარ გეგმავს და დიდი ალბათობით, მათთვის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა.
რონალდ კუმანი კი, რომელსაც ჯერ გამარჯვება არ უზეიმია “საუთჰემპტონის” რიგებში კლუბის კიდევ უფრო გაძლიერებას გეგმავს და თაუნსენდის გადმოყვანას ცდილობს “ტოტენჰემისგან”.
დღეს “ჩაქუჩებს” მორისონი და ქეროლი არ ეყოლებათ, ხოლო სტუმრებს ჯეი როდრიგესისა და გასტონ რამირესის იმედი არ უნდა ჰქონდეთ.
Goal.Com-ის სპეციალურ გამოკითხვაში, 66% “ჩაქუჩების” გამარჯვებაზე დგება, 21.3% ფრეზე, ხოლო 12.7%-ს “წმინდანების” გამარჯვება ჰგონია.

სავარაუდო შემადგენლობები
ვესტ ჰემი: ადრიანი, ო’ბრაიენი, ტომკინსი, რიდი, კრესველი, დაუნინგი, ნობლი, კუაიტე, ზარატე, ვაზ ტე, კოული.
მწვრთნელი: სემი ელერდაისი
საუთჰემპტონი: ფორსტერი, იოშიდა, კლაინი, ფონტე, ბერტრანი, ვანიამა, შნეიდერლენი, უარდ-პროუსი, ტადიჩი, პელე, დევისი.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

 
ევერტონი – ჩელსი
დრო: 30 აგვისტო, 20:30 წთ.
ჩემპიონატი: პრემიერლიგა, მე-3 ტური
სტადიონი: “გუდისონ პარკი”

დღის ცენტრალური შეხვედრა “გუდისონ პარკზე” გაიმართება, სადაც ერთმანეთს “ევერტონი” და “ჩელსი” დაუპირისპირდებიან.
“ევერტონმა” საწყის ორ ტურში გამარჯვებები ბოლო წუთებზე დაკარგა, ხოლო “არისტოკრატებმა” ორივე შეხვედრაში ზედმეტი დაძაბვის გარეშე მოიპოვეს 3 ქულა.
ორი დღის წინათ, “ევერტონი” ლონდონელთა ყოფილი ფორვარდით სამუელ ეტო’ოთი გაძლიერდა, რომელსაც ალბათ დებიუტიც ექნება დღევანდელ შეხვედრაში.
მერსესაიდულ კლუბს ოვიედო, ბარკლი, კონე და პიენაარი ვერ დაეხმარებიან, ხოლო “ჩელსის” რიგებში საეჭვოა დიეგო კოშტას თამაში.

გასულ წელს, ამ სტადიონზე გამართული შეხვედრა 1:0 მოიგეს მასპინძლებმა.
Goal.Com-ის სპეციალურ გამოკითხვაში, გამოკითხულთა დიდი ნაწილი – 82.6% “ჩელსის” მოგებას ვარაუდობს. 12.8% ფიქრობს, რომ მასპინძლები გაიმარჯვებენ, 4.6% თვლის, რომ შეხვედრა ფრედ დასრულდება.

სავარაუდო შემადგენლობები
ევერტონი: ჰოვარდი, იაგიელკა, დისტინი, ბეინსი, კოულმენი, მაკარტი, ბერი, ნეისმიტი, ოსმანი, მირალაში, ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი
ჩელსი:
კურტუა, ასპილიკუეტა, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, მატიჩი, ფაბრეგასი, შურლე, ოსკარი, აზარი, კოშტა.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო


ასტონ ვილა – ჰალი

დრო: 31 აგვისტო, 16:30 წთ.
ჩემპიონატი: პრემიერლიგა, მე-3 ტური
სტადიონი: “ვილა პარკი”

ორივე კლუბს მსგავსი სტარტი აქვთ – ორ ტურში ერთ მოგება და ერთი ფრე. 
ბირმინგემული კლუბების რიგებში ერთი კვირის განმავლობაში არაფერი შეცვლილა. აი, “ჰალ სიტიმ” კი, ევროპა ლიგაზე გასვლის ისტორიული შანსი გაუშვა. “ვეფხვებმა” ბელგიური “ლოკერენის” ბარიერი ვერ დაძლიეს. ყოველივე ეს “ასტონ ვილას” აძლევს ხელს, რადგან სტუმრები გადაღლილები იქნებიან და ეს მარცხი ფსიქოლოგიურადაც რთული გადასატანი გახდება.
ხვალინდელ მატჩში, მასპინძლებს კოზაკი და ბენტეკე დააკლდებიან ტრავმების გამო, ხოლო სტუმრებს ტრავმირებული სნოდგრასი და დისკვალიფიცირებული ჩესტერი არ ეყოლებათ.
Goal.Com-ის სპეციალურ გამოკითხვაში, “ვილა პარკის” ბინადართა მოგებას ემხრობა 36.7%, სტუმართა მოგებას ვარაუდობს 40%, ფრეს – 23.3%.

სავარაუდო შემადგენლობები
ასტონ ვილა: გუზანი, სენდეროსი, ვლაარი, სისოკო, ჰატონი, ვესტვუდი, დელფი, რიჩარდსონი, ნ’ზოგბია, ვეიმანი, აგბონლაჰორი.
მწვრთნელი: პოლ ლამბერტი
ჰალი: მაკგრეგორი, დოუსონი, ბრიუსი, დევისი, რობერტსონი, ლივერმორი, მეილერი, ჰადლსტოუნი, ელმოჰამედი, იელავიჩი, ინსი.
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი


ტოტენჰემი – ლივერპული
დრო: 31 აგვისტო, 16:30 წთ.
ჩემპიონატი: პრემიერლიგა, მე-3 ტური
სტადიონი: “უაით ჰართ ლეინი”

ტურის ცენტრალური შეხვედრა “უაით ჰართ ლეინზე” შედგება, სადაც “ტოტენჰემი” “ლივერპულს” უმასპინძლებს.
ლონდონელებმა სეზონი იდეალურად დაიწყეს - ორიდან ორი მოგება და ბურთების უკეთესი სხვაობის ხარჯზე პირველი ადგილი. ბრენდან როჯერსის გუნდმა კი, პირველ ტურში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, პრინციპული შეხვედრა წააგო “მანჩესტერ სიტისთან”.
ორივე კლუბის რიგებში სიახლეებია. ამ კვირაში “ტოტენჰემმა” ოფიციალურად გაიფორმა ფედერიკო ფასიო, რომელმაც “ჰალში” წასული მაიკლ დოუსონი უნდა ჩაანაცვლოს. “ლივერპულმა” კი, მარიო ბალოტელი დაიმატა. შესაძლოა, ხვალინდელ შეხვედრაში ორივე ფეხბურთელის დებიუტი შედგეს.
“ტოტენჰემს” კირიკეში და უოლკერი არ ეყოლება, ხოლო “ლივერპულს” აგერი, ჯონსონი და ასაიდი.
“უაით ჰართ ლეინზე”, ამ კლუბების ბოლო შეხვედრა “ტოტენჰემის” გამანადგურებელი მარცხით - 0:5 დასრულდა. სეზონის მეორე შეხვედრაში კი, “ენფილდზე”, კვლავ “ტოტენჰემი” განადგურდა – ამჯერად 4:0. ასე რომ, “მამლებს” აუცილებელი რევანში მართებთ.
Goal.Com-ის სპეციალურ გამოკითხვაში, მომხმარებელთა 65.6% სტუმართა გამარჯვებას აძლევს ხმას, 28.3%-ს “დეზების” წარმატების სჯერა, ხოლო 6.1% ფრეს ვარაუდობს.

სავარაუდო შემადგენლობები
ტოტენჰემი: ლორისი, ქაბული, ვერტონგენი, დაიერი, დოუზი, კაპუე, ბენტალები, ლამელა, ერიკსენი, ჩადლი, ადებაიორი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
ლივერპული: მინოლე, შკრტელი, ლოვრენი, მორენო, მანკილიო, ჯერარდი, ალენი, ჰენდერსონი, სტარიჯი, სტერლინგი, ბალოტელი.
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი


ლესტერი – არსენალი

დრო: 31 აგვისტო, 19:00 სთ.
ჩემპიონატი: პრემიერლიგა, მე-3 ტური
სტადიონი: “კინგ პაუერ სთედიუმი”

ძალიან რთული სტარტი მოუწია პრემიერლიგაში აღზევებულ “ლესტერს”. “მელიები” ჯერ “ევერტონს” დაუპირისპირდნენ (2:2), შემდეგ “ჩელსის” (0:2), ახლა კი, კიდევ ერთი მოწინავე კლუბი - “არსენალი” შეხვდება მათ.
ლონდონელები ჯერჯერობით კარგები ბოლო წუთებზე არიან. პირველ ტურში, “კრისტალ პალასთან” 92-ე წუთზე მოპოვებულ გამარჯვებას, “ევერტონთან” გადარჩენილი ქულა მოჰყვა 90-ე წუთზე. გოლის ავტორი ოლივიე ჟირუა, რომელმაც მძიმე ტრავმა მიიღო და 3 თვე ვერ ითამაშებს. ამიტომაც, “არსენალმა” შესაძლოა მისი შემცვლელი დაიმატოს.
შუა კვირაში ლონდონელებმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში, დაძაბულ ბრძოლაში გადალახეს “ბეშიქთაში” ბარიერი (1:0).
ხვალ სტუმრებს სერიოზული დანაკლისი ექნებათ. არსენ ვენგერს გნაბრის, გიბსის, არტეტას, მიაჩის, უოლკოტისა და ჟირუს იმედი არ უნდა ჰქონდეს. მასპინძლებს მხოლოდ აპსონი დააკლდებათ.
Goal.Com-ის სპეციალურ გამოკითხვაში, უდიდესი ნაწილი – 86.9% “მეთოფეთა” გამარჯვებას ვარაუდობს, 10.8% საპირისპირო აზრზეა, ხოლო 2.3% ფრეზე იყრება.

სავარაუდო შემადგენლობები
ლესტერი: შმეიხელი, მორგანი, მური, დე ლაეტი, კონჩესკი, დრინკვოთერი, კინგი, მაჰრეზი, კნოკერტი, ნუჯენტი, ულოა.
მწვრთნელი: ნაიჯელ პერსონი
არსენალი: შესნი, კოშელნი, მერტესაკერი, მონრეალი, დებუში, ფლამინი, რემსი, უილშირი, კასორლა, ოზილი, სანჩესი.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი 


ირაკლი ალიმბარაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118063