ფეხბურთი

16:15 | 9.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემი” მიხაილოვიჩს იწვევს

ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობას მთავარი მწვრთნელის პოსტზე “სამპდორიას” თავკაცის – სინიშა მიხაილოვიჩის შეძენა სურს. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება.

ლონდონელებმა ამჟამინდელი მწვრთნელის – ტიმ შერვუდის გაშვება უკვე გადაწყვიტეს. “ტოტენჰემს” ახალი თავკაცის დანიშვნა სეზონის დასრულებისთანავე სურს, რათა გუნდი მომდევნო სეზონისთვის კარგად მოემზადოს.

თავის მხრივ, მიხაილოვიჩი ნისლიან ალბიონზე გადაბარგებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. რამდენადაც ცნობილია, სერბს იტალიაში მუშაობა აკმაყოფილებს.

 

0.118252