ამერიკული კემპის (ორლანდოში) დროს, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ბრუკლინ ნეთსის” მძიმე ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ, მუხლის ტრავმა მიიღო და შეკრებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ევროპა-2013-ის ფინალურ ტურნირზე მისი თამაშიც სათუოა.
ექიმები რამდენიმე დღეში გაარკვევენ, დასჭიდება თუ არა საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს ოპერაცია. ოპერაციის შემთხვევაში, შენგელიას ევროპა-2013-ზე მონაწილეობა თითქმის გამოირიცხება.