ფეხბურთი

0:55 | 30.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

თითო გოლი თითო ტაიმში

ესპანეთის ქალაქ ხერესში გამართულ ამხანაგურ მატჩში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა საუდის არაბეთი 2:0 დაამარცხა.

მატჩის პირველი ტაიმის ბოლო წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა ჯარიმიდან ბურთი “ცხრიანში” გაგზავნა, მე-2 ნახევარში კი ქართველებმა უპირატესობის გაზრდა მოახერხეს.

71-ე წუთზე იმავე ოქრიაშვილმა მარჯვენა ფლანგიდან ვლადიმერ დვალიშვილის გამოზომილი პასი მიაწოდა და შეცვლაზე შესულმა ფორვარდმაც ახლო მანძილიდან ბურთი კარში გადაგზავნა.

ახლა, საქართველოა ნაკრები გეზს შვეიცარიისკენ აიღებს, სადაც 3 ივნისს არაბეთის გაერთიანებული საემიროების გუნდს გაეჯიბრება.

0.14408