იტალიური “იუვენტუსის” თავდამსხმელის კარლოს ტევესის მამა არგენტინაში გამოსასყიდის მიღების მიზნით მოიტაცეს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი იუწყება.
ინიციდენტი 29 ივლისს დილის 7 საათზე ბუენოს-აირესის გარეუბან მორონეში მოხდა. დამნაშავეები მოტაცებულის ოჯახს დაუკავშირდნენ და გამოსასყიდი მოითხოვეს. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად დასახელებული თანხა იმაზე ნაკლები იყო, რაც გამტაცებლებმა მოგვიანებით მოითხოვეს. ვარაუდობენ, რომ მათ გატაცების მომენტში არ იცოდნენ საქმე ვისთან ჰქონდათ. პოლიცია ინციდენტს იძიებს, ხოლო ტევესი სამშობლოში უკვე დაბრუნდა.






