საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ჩემპიონატის მე-5 ტური უაღრესად წარმატებული გამოდგა თეთრი ფიგურებით მოთამაშე მონაწილეთათვის. ხუთმა მათგანმა პარტიის მოგება მოახერხა, ყაიმით კი ერთადერთი პარტია დასრულდა. ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა ბაადურ ჯობავამ (2721), რომელმაც ამჯერად დავით ლომსაძე (2345) დაამარცხა და თავი 4.5 ქულას მოუყარა.
ცხადია, ჯობავა, რომელიც ტურნირის რეიტინგ-ფავორიტი გახლავთ, ჩემოიონატის მოგების უმთავრესი კანდიდატია, ხუთი ტურის თავზე კი მისი უახლოესი მდევარი ლუკა პაიჭაძე (2480) გახლავთ. მან თეთრებით გიგა ყუფარაძეს (2471) სძლია და 4.0 ქულა მოაგროვა. მე-3 საფეხურზე 3.5 ქულით მერაბ გაგუნაშვილი (2570) იმყოფება, რომელმაც ლევან ფანცულაიას (2581) აჯობა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონატი 11 ტურად მიმდინარეობს და მისი საპრიზო ფონდი 14 ათასი ლარია, საიდანაც გამარჯვებული 4 500 ლარს მიიღებს და ოლიმპიური ნაკრების წევრადაც დასახელდება, პირველ-მეორე ადგილოსნები კი 2013 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის დაფინანსდებიან.
საქართველოს ჩემპიონატი ვაჟ მოჭადრაკეთა შორის. მეხუთე ტური
ზურაბ ჯავახაძე (2418) – დავიდ არუთინიანი (2561) 0.5:0.5
მერაბ გაგუნაშვილი (2570) – ლევან ფანცულაია (2581) 1:0
ლუკა პაიჭაძე (2480) – გიგა ყუფარაძე (2471) 1:0
ბაადურ ჯობავა (2721) – დავით ლომსაძე (2345) 1:0
კონსტანტინე შანავა (2589) – ივერი ჭიღლაძე (2390) 1:0
დავით ზარქუა (2446) – ირაკლი ბერაძე (2298) 1:0
სატურნირო მდგომარეობა
1. ჯობავა – 4.5 ქულა
2. პაიჭაძე – 4.0
3. გაგუნაშვილი – 3.5
4-5. ჯავახაძე, ზარქუა – 3.0
6-7. შანავა, არუთინიანი – 2.5
8-9. ყუფარაძე, ლომსაძე – 2.0
10-11. ფანცულაია, ბერაძე – 1.5
12. ჭიღლაძე – 0
მე-6 ტური
დავიდ არუთინიანი (2561) – ირაკლი ბერაძე (2298)
ივერი ჭიღლაძე (2390) – დავით ზარქუა (2446)
დავით ლომსაძე (2345) – კონსტანტინე შანავა (2589)
გიგა ყუფარაძე (2471) – ბაადურ ჯობავა (2721)
ლევან ფანცულაია (2581) – ლუკა პაიჭაძე (2480)
ზურაბ ჯავახაძე (2418) – მერაბ გაგუნაშვილი (2570)







