ფეხბურთი

19:02 | 9.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

თეთრაძემ წელს პირველად წააგო

 

ყაზახეთის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-5 ტურში, “ატირაუმ”, სადაც გიორგი ფეიქრიშვილი გამოდის, სტუმრად ყარაგანდის “შახტიორთან” 0:2 წააგო. ქართველი ნახვარმცველი 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ თამაში არ მოუწია. “ატირაუს” 8 ქულით 12 გუნდში მე-6 ადგილი უკავია.

მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა ომარ თეთრაძის მიერ გაწვრთნილი “ჟეტისუ”, რომელიც გასვლაზე “აქტობესთან” მატჩში უქულოდ დარჩა -0:1. “ჟეტისუ” 8 ქულით მე-5 პოზიციაზეა.

რუსეთის პირველი დივიზიონის 31-ე ტურში, ნიჟნეკამსკის “ნეფტეხიმიკი” “სიბირს” ეწვია და 1:2 დამარცხდა. ნიჟნეკამსკელებში მერაბ ურიდიამ მოედანზე 90 წუთი დაჰყო. “ნეფტეხიმიკს” 29 ქულა აქვს და 19 გუნდში მეთვრამეტეა.

“გაზოვიკმა” ორენბურგში “ხიმიკი” მიიღო და 2:0 აჯობა. ზურაბ არზიანი გამარჯვებულთა 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა. “გაზოვიკი” 46 ქულით მეშვიდეა.

0.118826