“ჟეტისუს” მთავარი მწვრთნელი ომარ თეთრაძე, ინტერნეტპორტალმა sports.kz-მ, ყაზახეთის საფეხბურთო პრემიერლიგის პირველი ტურის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.
პირველ ტურში “ჟეტისუ” ასტანაში ადგილობრივ “ასტანას” შეხვდა და მატჩი 0:0 დასრულდა.
თეთრაძე ყაზახეთში 2013 წლის თებერვლიდან მუშაობს და გასულ სეზონში “ჟეტისუ” პრემიერლიგიდან გავარდნისგან იხსნა. წელს, მისმა გუნდმა გაცილებით უფრო მაღალი მიზანი დაისახა.