ფეხბურთი

10:40 | 16.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: “ვამაყობ ჩემი ფეხბურთელების ბრძოლისუნარიანობით”

ესპანეთთან 0:2 წაგებით დასრულდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მორიგი შესარჩევი ეტაპი. ალვარო ნეგრედო და ხუან მატა – გიორგი ლორიას კარი "სიტისა" და "ჩელსის" ფეხბურთელებმა აიღეს. საქართველოს ნაკრებმა 5 ქულით დაასრულა შესარჩევი ციკლი. ნამატჩევს თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

"რა თქმა უნდა, 100 პროცენტით ვერ ვიტყვი, ვინ გახდება მსოფლიოს ჩემპიონი, თუმცა ნათელია, ესპანეთის ნაკრებს მუნდიალზე გამარჯვების ძალიან დიდი შანსი ექნება. რაც შეეხება ჩემს გუნდს, თამაშის ხარისხი შორს იყო სასურველისგან, მაგრამ ვამაყობ ფეხბურთელების ბრძოლისუნარიანობით. პირველ ტაიმში გვქონდა გოლის გატანის შანსი, თუმცა ვაღიარებ, შესვენების შემდეგ მეტი ვერ შევძელით. ესპანელებს მოგებას ვულოცავ".

0.117437