ქართველი სპორტსმენები

2:50 | 29.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის "ლოკომოტივმა" "ბარსელონას" 1:0 სძლია (U19)

თბილისის "ლოკომოტივმა" პირველი მატჩი გამართა ესპანურ შეკრებაზე და "ბარსელონას" 19-წლამდელთა გუნდს კატალონიის დედაქალაქში 1:0 სძლია. თბილისელთა მეტოქე "ბარსელონას" ის გუნდი იყო, რომელიც ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე გამოდის და "მილანს" გასვლაზე 6:2 სძლია. ასე რომ, ვასილ მაისურაძისა და გიორგი დევდარიანის გუნდისთვის თუნდაც ტესტ-მატჩში ასეთი დონის მეტოქის დამარცხება საამაყოა.

49-ე წუთზე ფორვარდმა დავით ჯიქიამ კარგი კომბინაცია ზუსტი დარტყმით დაასრულა. რა თქმა უნდა, ბურთი უფრო ხშირად კატალონიელებს ჰქონდათ, მაგრამ საერთო ჯამში, ვერავინ იტყვის, რომ "ლოკომოტივის" მოგება დაუმსახურებელი იყო. პირიქით, მეორე ნახევარში ქართველმა ჭაბუკებმა მეტოქეს აჯობეს. 

0.118192