ფეხბურთი

16:28 | 15.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის “დინამოს” პრესსამსახური: “კახა ცხადაძე ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატია”

 

თბილისის “დინამოს” პრესსამსახურის უფროსმა გიგა გვენცაძემ “მსოფლიო სპორტს” დაუდასტურა, რომ კახა ცხადაძე გუნდის მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატია.

“მოგეხსენებათ, დეკემბრის დასაწყისში თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად მალხაზ ჟვანია დაინიშნა, რომელიც გუნდს სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს. “დინამოს” მთავარი მწვრთნელობის პრეტენდენტთა შორის კი გიდასტურებთ, რომ კახა ცხადაძე ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატია” – გვითხრა გვენცაძემ.

ცხადაძე, როგორც იცით, ბაქოს “ინტერს” წვრთნის და აზერბაიჯანის ჩემპიონატში საკმაოდ წარმატებულ სპეციალისტად ითვლება. მან 2010 წელს ჩემპიონობა მოაპოვებინა”ინტერს”, მომდევნო წელს კი მოსკოვში დსთ-ის თასზე გაამარჯვებინა. საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და “დინამოს” ყოფილი მცველი მწვრთნელის რანგში ორჯერ ყოფილა საქართველოს ჩემპიონი: 2005 წელს “დინამოში”, 2006-ში - ბოლნისის “სიონში”.

0.128018