ფეხბურთი

22:36 | 9.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის “დინამო” ნალჩიკელებთან განადგურდა

 

თბილისის “დინამომ” თურქული შეკრების ბოლოსწინა დღეს მორიგი სპარინგ-მატჩი გამართა და რუსეთის პირველი ლიგის ბინადარ ნალჩიკის “სპარტაკთან” სამარცხვინოდ – 1:6 წააგო.

დინამოელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, გასულ შეხვედრაში მონაწილეობა ძირითადად იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მიიღეს, ვისაც ანთალიაში გამართულ ტესტ-მატჩებში ნაკლები სათამაშო დრო ჰქონდათ. ყაბარდო-ბალყარელთა კარში პრესტიჟის გოლი შეცვლაზე შესულმა გიორგი მერებაშვილმა გაიტანა.

ნალჩიკელთა წინააღმდეგ “დინამოს” შემადგენლობა ასეთი გახლდათ: დაუშვილი (ტყეშელაშვილი, 46), ბაჩიაშვილი, რეხვიაშვილი, გურეშიძე (ხიდეშელი, 46), შერგელაშვილი, ცინცაძე, გორგიაშვილი, ლობჟანიძე, გოგა (მერებაშვილი, 46), გლიშიჩი, დიასამიძე.

10 თებერვალს, შეკრების ბოლო დღეს, 13:30 საათზე დინამოელები საბრძოლო შემადგენლობით უზბეკურ გუნდს – ფერგანის “ნეფთჩის” ეთამაშებიან.

0.1179