ჭადრაკი

21:00 | 16.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის ჭადრაკის სასახლე რაპიდსა და ბლიცში გრან-პრის პირველ ეტაპს მასპინძლობს

პირველად ქართული ჭადრაკის ისტორიაში, 2013 წელს საქართველოს გრან-პრი გათამაშდება რაპიდსა და ბლიცში, რომელიც ოთხ ეტაპად ჩატარდება. გრან-პრის გათამაშების გამარჯვებულისა და პრიზიორების გამოსავლენად, მოჭადრაკეთა მიერ 3 ეტაპზე ნაჩვენები შედეგი დაითვლება. პირველი ეტაპი 18 აპრილს დაიწყება, რომელსაც თბილისის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობს. აღნიშნული ტურნირი 16:00 საათზე გაიხსნება. როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა შორის, ყველა წამყვანმა 8 ქართველმა მოჭადრაკემ გამოთქვა მონაწილეობის სურვილი.

 სატურნირო   განრიგი

 რაპიდი:

 I  ეტაპი - ტურნირი ვაჟთა შორის და ტურნირი ქალთა  შორის                        

I I  ეტაპი - საქართველოს ჩემპიონატი  ვაჟთა და ქალთა შორის (ღია ტურნირი)                          

I I I  ეტაპი - საქართველოს თასი  ვაჟთა და ქალთა შორის (ღია ტურნირი)                          

IV  ეტაპი - ტურნირი ვაჟთა შორის და ტურნირი ქალთა  შორის                                                                                                                 

 ბლიცი:

 I  ეტაპი - ტურნირი ვაჟთა შორის და ტურნირი ქალთა  შორის                            

I I  ეტაპი - საქართველოს ჩემპიონატი  ვაჟთა და ქალთა შორის (ღია ტურნირი)                          

I I I  ეტაპი - საქართველოს თასი  ვაჟთა და ქალთა შორის (ღია ტურნირი)                          

IV  ეტაპი - ტურნირი ვაჟთა შორის და ტურნირი ქალთა  შორის        

 

სისტემა

 ტურნირებში დაიშვება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ყველა მსურველი, ვისაც აქვს საერთაშორისო რეიტინგი.

ტურნირები ჩატრადება შვეიცარული სისტემით 9 ტურად.

(თუ მონაწილეთა რაოდენობა არ აღემატება 20-ს, მაშინ 7 ტურად).

ტურნირებში  დაითვლება რეიტინგი (რაპიდსა და ბლიცში).

 

დროის კონტროლი

 რაპიდი: 15 წთ. პარტიაზე თითოეულს,ყოველ სვლაზე 10 წმ. დამატებით.

ბლიცი: 3 წთ. პარტიაზე თითოეულს, ყოველ სვლაზე 2 წმ. დამატებით.

 

სატურნირო შესატანი

 რაპიდი: 10 ლარი

ბლიცი: 5 ლარი

დიდოსტატები განთავისუფლებულნი არიან   სატურნირო  შესატანისგან.

 

 სატურნირო ქულები

 გრან-პრის თითოეულ ტურნირში I - III ადგილზე გასულ მოჭადრაკეს ენიჭება შესაბამისი ქულები:

I  ადგილი- 500 ქულა

I I  ადგილი- 300 ქულა

I I I  ადგილი- 250 ქულა

 

საპრიზო ფონდი -10 000 ლარი

 გრან-პრის თითოეული ტურნირის საპრიზო ფონდი შეადგენს 1600 ლარს:

 

რაპიდი(ვაჟები)                                                                    რაპიდი(ქალები)

 I  ადგილი- 250 ლარი                                                            I  ადგილი- 250 ლარი

I I  ადგილი- 150 ლარი                                                          I I  ადგილი- 150 ლარი

I I I  ადგილი- 100 ლარი                                                        I I I  ადგილი- 100 ლარი

 

ბლიცი  (ვაჟები)                                                                       ბლიცი (ქალები)

 I  ადგილი- 150 ლარი                                                            I  ადგილი- 150 ლარი

I I  ადგილი- 100 ლარი                                                          I I  ადგილი- 100 ლარი

I I I  ადგილი- 50 ლარი                                                         I I I  ადგილი- 50 ლარი

 

გრან-პრის საპრიზო ფონდი - ოთხივე  ეტაპიდან გამოვლენილი სამი საუკეთესო მოჭადრაკის ფულადი პრემია შეადგენს 3200 ლარს.

 

რაპიდი(ვაჟები)                                                                     რაპიდი(ქალები)

 I  ადგილი- 600 ლარი                                                           I  ადგილი- 600 ლარი

I I  ადგილი- 400 ლარი                                                         I I  ადგილი- 400 ლარი

I I I  ადგილი- 200 ლარი                                                       I I I  ადგილი- 200 ლარი

 

ბლიცი(ვაჟები)                                                                        ბლიცი(ქალები)

 I  ადგილი- 300 ლარი                                                           I  ადგილი- 300 ლარი

I I  ადგილი- 200 ლარი                                                        I I  ადგილი- 200 ლარი

I I I  ადგილი- 100 ლარი                                                      I I I  ადგილი- 100 ლარი

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092527