ქართველი სპორტსმენები

2:37 | 6.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტატალაშვილის ოქრო ულან ბატორში

ულან ბატორის გრან პრიზე 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ნუგზარ ტატალაშვილი პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ავიდა და 300 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა. ფინალში ქართველი ძიუდოისტი გრან პრიზე პირველ ნომრად განთესილ მონღოლს, მსოფლიოს ჩემპიონსა (2009 წელს, 66 კილოგრამში) და ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორ (2004 წელს, 60 კილოგრამში) ცაგაანბაატარ ჰაშბაატარს დაეჭიდა და ილეთის გარეშე, გაფრთხილებებით აჯობა (2:1).

0.127948