ფეხბურთი

12:07 | 3.08.2013 | ნანახია 1832 - ჯერ

თარგამაძემ “ილიჩივეცს” ქულა გადაურჩინა

უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-4 ტურში, მარიუპოლის “ილიჩივეცმა” ლვოვის “კარპატის” უმასპინძლა და მარცხს დავით თარგამაძის გოლის წყალობით გადაურჩა.

განვლილი მატჩი 1:1 დასრულდა და თარგამაძის მსგავსად, თორნიკე ოქრიაშვილმაც შეუცვლელად ითამაშა. “კარპატის” სათადარიგოში იყო უკრაინაში დაბადებულ-გაზრდილი ევგენი ბოხაშვილი, რომელსაც მოედანზე შესვლა არ მოუწია. ლვოველებმა ანგარიში 30-ე წუთზე გახსნეს _ კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ, ბალაჟიჩმა ბურთი კარში გადაგზავნა.

83-ე წუთზე, “კარპატის” კარის მიმართულებით საჯარიმო დარტყმა დაინიშნა და თარგამაძემ სტუმართა მეკარეს შანსი არ დაუტოვა. მიმდინარე სეზონში, ქართველი გარემარბისთვის ეს გოლი პირველია. “ილიჩივეცს” 4 ქულა აქვს და 16 გუნდს შორის მე-10 ადგილი უკავია.

რუსეთის პირველი დივიზიონის მე-6 ტურში, სარანსკის “მორდოვიამ”, საკუთარ მოედანზე, ორენბურგის “გაზოვიკს” 1:0 მოუგო.

სარანსკელთა შორის აკაკი ხუბუტიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ორენბურგელთა შემადგენლობაში ზურაბ არზიანი მოედანზე 83-ე წუთზე გამოჩნდა. 90-ე წუთზე, როდესაც “მორდოვია” 1:0 იგებდა, ხუბუტია მეტოქის მიერ დარტყმულ ბურთს გადაეფარა და მასპინძლები გოლის გაშვებისგან იხსნა.  “მორდოვიას” 15 ქულა აქვს და პირველი დივიზიონის 19 გუნდში მე-2 ადგილზეა, ხოლო “გაზოვიკი”9 ქულით მეექვსეა.

ვლადიკავკაზის “ალანიამ” სტუმრად კალინინგრადის “ბალტიკა” 1:0 დაამარცხა. ვლადიკავკაზელთა შორის ოთარ მარცვალაძესა და გოჩა ხოჯავას კვლავ არ უთამაშიათ, რადგან განაცხადში ვერ შეიყვანეს. “ბალტიკაში” მეკარე გიორგი შელია შეუცვლელად გაისარჯა. “ალანია” 10 ქულით სატურნირო ცხრილში მეხუთეა.

ხაბაროვსკის “სკა-ენერგია” გასვლაზე სანკტ-პეტერბურგის “დინამოს” უგოლოდ დაშორდა. “სკა-ენერგიაში” გიორგი ნავალოვსკი თავიდან ბოლომდე გაისარჯა. სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა დისკვალიფიკაციამოხდილი გოგიტა გოგუა, რომელიც 81-ე წუთზე შეცვალეს.

ვლადივოსტოკის “ლუჩ-ენერგიამ” შინ “ნეფტეხიმიკს” ვერ მოუგო – 0:0. მასპინძლებში შეუცვლელად ითამაშა მცველმა გურამ თეთრაშვილმა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა. “ნეფტეხიმიკის” რიგებში, ასევე რუსული პასპორტის მქონე მერაბ ურიდია 86-ე წუთზე გამოჩნდა. “ლუჩ-ენერგია” 7 ქულით მე-12 პოზიციაზეა, ხოლო “ნეფტეხიმიკი” 2 ქულით მეჩვიდმეტეა.



კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:30 | 03.08.2013
geogreece (9768)

ხუბუტია მართლა კარგი მცველია და რუსეთის პირველი ლიგას ნამდვილად არ იმსახურებს მინიმუმ რუსეთის საშუალოზე მაღალი დონის გუნდში უნდა თამაშობდეს მაგალითად რუბინი ან ლოკომოტივი ანჟი.

14:13 | 03.08.2013
giorgi534 (234)

არზიანი გაზოვიკში ვერ ხვდება სასტავში. LOL

13:59 | 03.08.2013
zangura (786)

ჯანო რატო არ იყო გუშინ განაცხადში?

13:54 | 03.08.2013
111111 (5084)

დღესაც თამაშოვბენ ქართველი ლეგიონერები ვნახოთ რას იზამენ!

13:51 | 03.08.2013
levani82 (41682)

chicharito96

თაგვის და ოქრის გამონათებები აქვს

14:14 | 03.08.2013
ჩიჩარიტო (18039)

პოლონეთთან რო ქონდა სადებიუტო თამაში მაგ თამაშის მერე მევასება რავი მე ოქრის ბევრად მირჩჩევნია ძმა

13:26 | 03.08.2013
magaro (12)

karoche rogor gundebshi tamashoben ar urchevniat sakartveloshi iamashon magram puli da pulia

13:28 | 03.08.2013
111111 (5084)

რა საქართველო ტი ერთ წელში პრიმერას ნორმ გუნდში გაქაცავს ორივე

13:18 | 03.08.2013
Qin Qladze (47)

თარგამაძემ მაგარი ჯარიმა სეუსვა

13:06 | 03.08.2013
Becks23 (1117)

თაგვი და ოქრი ძალიან მაღალი დონის ჩემპიონატში უნდა თამაშობდნენ იმიტომ რომ შეუძლიათ ძალიან ტექნიკურები და სწრაფები არიან ნუთუ ბელარუსიასთან და ესპანეთთან თამაშის შემდეგ არცერთ ნორმალურ გუნდს არ მოუნდა ესენი რა კარგად ითამაშა ორივემ.

12:35 | 03.08.2013
ჩიჩარიტო (18039)

ძაან მაგარიქ თარგამაძე ვუყურე მაგ თამაშს და ჯარიმა რო გაიტანა მაგრად გამისწორდა ოქრიაშვილს აშკარად მოსამატებელი აქვს

13:19 | 03.08.2013
ჩიჩარიტო (18039)

stripslashes((strlen('http://www.youtube.com/watch?v=KBpwh4aoAyI')>0?'http://www.youtube.com/watch?v=KBpwh4aoAyI':'http://www.youtube.com/watch?v=KBpwh4aoAyI'))

12:34 | 03.08.2013
arturi-baierni (24493)

სად თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები სირცხვილია

12:34 | 03.08.2013
111111 (5084)

ვაი დედა რა გუნდებია!! ეს ხოჯავა და ხუბუტია ცამოვიდნენ რა აქ!

12:33 | 03.08.2013
111111 (5084)

მიდი თაგვიიიი!!! ოქრიი!!!მომავალ სეზონში უკეთეს გუნდში უნდა უყით!!!

0.119966